საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის სატვირთო პორტი
ბათუმის სატვირთო პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2024
გამოწერა
ექსპორტმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარ-ოქტომბერთან 7,4%-ით მეტია
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,5%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 13,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 5%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-ოქტომბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

5 468,4

7,4

იმპორტი

13 554,0

4,8

სულ

19 022,4

5,5

ექსპორტმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარ-ოქტომბერთან 7,4%-ით მეტია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, გასულ წელს დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია იქნა ექსპორტირებული - თითქმის 9,1%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს.
2023 წელს ქვეყანამ 15,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 14%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0