https://sputnik-georgia.com/20241114/prezidentis-mqk-male-ori-mesamedit-semcirdeba-ugulava-290901176.html
პრეზიდენტის მქკ მალე ორი მესამედით შემცირდება - უგულავა
პრეზიდენტის მქკ მალე ორი მესამედით შემცირდება - უგულავა
Sputnik საქართველო
ოპოზიციის მხარდაჭერის მიუხედავად, ზურაბიშვილის არ ჩქარობს უარი თქვას თავის სიტყვებზე, რომ არასოდეს შეიწყალებს სააკაშვილს. 14.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-14T16:51+0400
2024-11-14T16:51+0400
2024-11-14T16:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/01/288215672_0:0:1546:870_1920x0_80_0_0_3ac9a7b2ce3928752487c2723248dda7.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტი (მქკ) 2/3-ით შემცირდება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ამიტომ მან უნდა მოასწროს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, განაცხადა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი მხარს უჭერს ოპოზიციას, ის არ ჩქარობს უარი თქვას თავის სიტყვებზე, რომ არასოდეს შეიწყალებს სააკაშვილს. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა იწურება, საქართველოში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება.ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შეწყალება ოპოზიციას ახალ ენერგიას და ახალ ბიძგს მისცემდა.„მე იმას კი არ ვლაპარაკობ, რომ ვიღაცა გამოვა, ჯოხს დაარტყამს და ყველაფერი შეიცვლება - არა, ჩვენ მოგვიწევს უბედური შრომა“, - განაცხადა უგულავამ.უგულავა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მესამე, მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილის (2004-2013), გიორგი მარგველაშვილის (2013-2018) და სალომე ზურაბიშვილის (2018-დღემდე) ძალისხმევის გაერთიანება ოპოზიციას წაადგებოდა.„მე რომ მეუბნები, ამ პარტიებს რომ ეუბნები და სწორად ეუბნები, რომ გვერდზე გადადეთ განსხვავება, ამის მაგალითი მან (ზურაბიშვილმა - რედ.) უნდა მისცეს", - განაცხადა უგულავამ.2023 წლიდან ზურაბიშვილი ღია კონფლიქტში იმყოფება მმართველ პარტიასთან, რომლის მხარდაჭერის შედეგადაც ის პრეზიდენტი გახდა.ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ პროდასავლური გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მხარს უჭერს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ძირითადად სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ზურაბიშვილი ტოტალურ გაყალბებაზე ალაპარაკდა. ამასთან მან უარი თქვა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე და მტკიცებულებების წარდგენაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ფაქტი ღია წვდომაშია.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/01/288215672_48:0:1348:975_1920x0_80_0_0_a18ea3cf525f96fe4a5530572d65f746.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი
პრეზიდენტის მქკ მალე ორი მესამედით შემცირდება - უგულავა
ოპოზიციის მხარდაჭერის მიუხედავად, ზურაბიშვილის არ ჩქარობს უარი თქვას თავის სიტყვებზე, რომ არასოდეს შეიწყალებს სააკაშვილს.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტი (მქკ) 2/3-ით შემცირდება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ამიტომ მან უნდა მოასწროს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, განაცხადა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.
მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი მხარს უჭერს ოპოზიციას, ის არ ჩქარობს უარი თქვას თავის სიტყვებზე, რომ არასოდეს შეიწყალებს სააკაშვილს. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა იწურება, საქართველოში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება.
„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ოფისიდან რომ გამოვა, პოლიტიკურად ის 2/3-ით შემცირდება, იმიტომ, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის დაკავშირებული მის ოფისთან, არა მარტო მის პიროვნებასთან... ამიტომ, მე პირიქით ვთვლი, რომ უნდა ქნას (შეიწყალოს სააკაშვილი - რედ.) და ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს“, - განაცხადა უგულავამ.
ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შეწყალება ოპოზიციას ახალ ენერგიას და ახალ ბიძგს მისცემდა.
„მე იმას კი არ ვლაპარაკობ, რომ ვიღაცა გამოვა, ჯოხს დაარტყამს და ყველაფერი შეიცვლება - არა, ჩვენ მოგვიწევს უბედური შრომა“, - განაცხადა უგულავამ.
უგულავა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მესამე, მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილის (2004-2013), გიორგი მარგველაშვილის (2013-2018) და სალომე ზურაბიშვილის (2018-დღემდე) ძალისხმევის გაერთიანება ოპოზიციას წაადგებოდა.
„მე რომ მეუბნები, ამ პარტიებს რომ ეუბნები და სწორად ეუბნები, რომ გვერდზე გადადეთ განსხვავება, ამის მაგალითი მან (ზურაბიშვილმა - რედ.) უნდა მისცეს", - განაცხადა უგულავამ.
2023 წლიდან ზურაბიშვილი ღია კონფლიქტში იმყოფება მმართველ პარტიასთან, რომლის მხარდაჭერის შედეგადაც ის პრეზიდენტი გახდა.
ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ პროდასავლური გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მხარს უჭერს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ძირითადად სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ზურაბიშვილი ტოტალურ გაყალბებაზე ალაპარაკდა. ამასთან მან უარი თქვა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე და მტკიცებულებების წარდგენაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ფაქტი ღია წვდომაშია.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.