კიდევ ერთი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოში: თბილისის აეროპორტში მიღება გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2024
გამოწერა
Sky Express-ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ბერძნული ავიაკომპანია „სქაი ექსპრესის“ (Sky Express) საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, იუწყება „რუსთავი2“.
ბერძნული ავიაკომპანია ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 27 ოქტომბრიდან ასრულებს. ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით - ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus A321 neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება.
მიღებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ერთობლივად მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთო ძალებით შევძელით და ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ ქართულ ავიაბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს პროგნოზებს მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მინდა, ავიაკომპანიას წარმატება, ბევრი მგზავრი და უსაფრთხო ფრენები ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
SKY express-ი, Aegean Airlines-ისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს. ფრენები ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით სრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.
Sky Express-ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.
ყველა ახალი ამბავი
0