https://sputnik-georgia.com/20241114/deputati-saertasoriso-gamwvirvalobas-sazogadoeba-secdomasi-sehyavs-290903383.html
დეპუტატი: „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
დეპუტატი: „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
Sputnik საქართველო
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები სკანდალში ეხვევა, განაცხადა დეპუტატმა 14.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-14T19:42+0400
2024-11-14T19:42+0400
2024-11-14T19:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290844484_0:2:1670:941_1920x0_80_0_0_15f32f096e80e44912f549e1cd81048f.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ამით არეულობის მოწყობას ცდილობენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება. პარლამენტის სპიკერმა დეზინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციას, არამედ მის დონორსაც - შვედეთის საელჩოს.დეპუტატის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სკანდალში ეხვევიან.„მათ საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და ამით ცდილობენ მღელვარების გამოწვევას“,- აღნიშნა მახაშვილმა.ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი მტკიცებით, მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.პირველი ინსტანციის სასამართლოების უმრავლესობამ (23-დან 22-მა), მოგვიანებით კი ყველა სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული სქელყდიანი ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას. არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიულეტენი ამობრუნებული სახით უნდა მოთავსებულიყო კონვერტში და შემდეგ ხმის დამთვლელ აპარატში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290844484_206:0:1463:943_1920x0_80_0_0_d1cd720f3bcf75fabcd538525b85c10c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოცნება
დეპუტატი: „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები სკანდალში ეხვევა, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ამით არეულობის მოწყობას ცდილობენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება. პარლამენტის სპიკერმა დეზინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციას, არამედ მის დონორსაც - შვედეთის საელჩოს.
„ვისურვებდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უპირველეს ყოვლისა, იყვნენ კანონისა და კონსტიტუციის კარგი მცოდნე, სხვა შემთხვევაში დადგება ხოლმე ასეთი სიტუაციები, როგორიც დადგა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სკანდალში ეხვევიან.
„მათ საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და ამით ცდილობენ მღელვარების გამოწვევას“,- აღნიშნა მახაშვილმა.
ცესკოს შედეგების აღიარებაზე, რომლის თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი მტკიცებით, მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოების უმრავლესობამ (23-დან 22-მა), მოგვიანებით კი ყველა სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული სქელყდიანი ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას. არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიულეტენი ამობრუნებული სახით უნდა მოთავსებულიყო კონვერტში და შემდეგ ხმის დამთვლელ აპარატში.