https://sputnik-georgia.com/20241113/svanetis-mosaxleoba-kriptomainingis-gamo-eleqtroenergiis-gareshe-darcha-290873564.html
სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა: მიზეზი კრიპტომაინინგია
სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა: მიზეზი კრიპტომაინინგია
Sputnik საქართველო
საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგი საკმაოდ პოპულარულია ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფების გამო. 13.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-13T12:17+0400
2024-11-13T12:17+0400
2024-11-13T12:17+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სვანეთი
საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249059481_0:254:3067:1979_1920x0_80_0_0_a44e198edcef4107a21a6be95ba92dc8.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობა კრიპტოვალუტის მაინინგის შედეგად გადატვირთული ტრანსფორმატორის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ნათქვამია მუნიციპალიტეტი მერიის განცხადებაში.კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.მესტია ორი წლის წინ უკვე აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში კრიპტოვალუტის მაინინგის ბევრი ობიექტის გამო. მაშინ ელექტროენერგიის ჭარბმა გამოყენებამ ქვეყნის დასავლეთით დენის გათიშვები გამოიწვია.მერიამ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა უკონტროლო მაინინგს დაუკავშირა.„ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტომაინინგთან", - ნათქვამია განცხადებაში.მერიამ მაინერების მფლობელებს მოუწოდა გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.12 ნოემბერს ბიტკოინის კურსი Binance-ის ბირჟაზე ახალ აბსოლუტურ რეკორდამდე - 89,8 ათას დოლარამდე გაიზარდა.ორი წლის წინ ქსელის გადატვირთვა და დაზიანება მაინინგური ფერმების მხრიდან ელექტროენერგიის რეკორდულმა მოხმარებამ გამოიწვია. აქ ისინი დიდი რაოდენობით არიან, რადგანაც სვანეთის რეგიონის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს და მოსახლეობა არ იხდის დენის საფასურს, რაც მაინერებისთვის მიმზიდველი ფაქტორია.კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.პრობლემა დროებით მას შემდეგ მოგვარდა, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა, რომ რეგიონში მოქმედ კრიპტოვალუტის ყველა მაინერს გათიშავდა. ფიცის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ჯერჯერობით არ შემცირებულა.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/17/249059481_310:0:3041:2048_1920x0_80_0_0_8988a9574533fcf64a0f49d67c7d76d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სვანეთი , საზოგადოება, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სვანეთი , საზოგადოება, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა: მიზეზი კრიპტომაინინგია
საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგი საკმაოდ პოპულარულია ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფების გამო.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობა კრიპტოვალუტის მაინინგის შედეგად გადატვირთული ტრანსფორმატორის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ნათქვამია მუნიციპალიტეტი მერიის განცხადებაში.
კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
მესტია ორი წლის წინ უკვე აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში კრიპტოვალუტის მაინინგის ბევრი ობიექტის გამო. მაშინ ელექტროენერგიის ჭარბმა გამოყენებამ ქვეყნის დასავლეთით დენის გათიშვები გამოიწვია.
„მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
მერიამ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა უკონტროლო მაინინგს დაუკავშირა.
„ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტომაინინგთან", - ნათქვამია განცხადებაში.
მერიამ მაინერების მფლობელებს მოუწოდა გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
„მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
12 ნოემბერს ბიტკოინის კურსი Binance-ის ბირჟაზე ახალ აბსოლუტურ რეკორდამდე - 89,8 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ორი წლის წინ ქსელის გადატვირთვა და დაზიანება მაინინგური ფერმების მხრიდან ელექტროენერგიის რეკორდულმა მოხმარებამ გამოიწვია. აქ ისინი დიდი რაოდენობით არიან, რადგანაც სვანეთის რეგიონის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს და მოსახლეობა არ იხდის დენის საფასურს, რაც მაინერებისთვის მიმზიდველი ფაქტორია.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.
პრობლემა დროებით მას შემდეგ მოგვარდა, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა, რომ რეგიონში მოქმედ კრიპტოვალუტის ყველა მაინერს გათიშავდა. ფიცის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ჯერჯერობით არ შემცირებულა.