https://sputnik-georgia.com/20241113/ra-odenobis-sagadasaxado-davalianeba-chamoaweres-moqalaqeebs-290872992.html
რა ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერეს საქართველოს მოქალაქეებს?
რა ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერეს საქართველოს მოქალაქეებს?
Sputnik საქართველო
დავალიანების ჩამოწერება ხორციელდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე. 13.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-13T11:49+0400
2024-11-13T11:49+0400
2024-11-13T11:49+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_d3ec1de63eee1c583c9007d3ca7ee304.jpg
თბილისი 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 65.340 ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს, 423,1 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დავალიანების ჩამოწერება ხორციელდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე.საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, საუბარია 145 ათასი ფიზიკური პირის 590 მილიონი ლარის ოდენობით დავალიანებაზე.დავალიანების ჩამოწერა ხდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე. დავალიანების ჩამოწერის შემდგომ ფიზიკური პირის მიმართ გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა.შ. ავტომატურად გაუქმდება.როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_beb5d01946d4511c4d6b55305a9b8c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რა ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერეს საქართველოს მოქალაქეებს?
დავალიანების ჩამოწერება ხორციელდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე.
თბილისი 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 65.340 ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს, 423,1 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დავალიანების ჩამოწერება ხორციელდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, საუბარია 145 ათასი ფიზიკური პირის 590 მილიონი ლარის ოდენობით დავალიანებაზე.
დავალიანების ჩამოწერა ხდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე. დავალიანების ჩამოწერის შემდგომ ფიზიკური პირის მიმართ გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა.შ. ავტომატურად გაუქმდება.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა.