საქართველოში 1-ელი იანვრიდან ფრინველის ხორცის რეალიზაციის ახალი წესები ამოქმედდება

© Sputnik / STRINGERკოლმეურნეობის ბაზარი
კოლმეურნეობის ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2024
გამოწერა
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ტექნიკური რეგლამენტი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
აღნიშნული რეგლამენტი მიზნად ისახავს ფრინველის ხორცის მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტის ახალი მოთხოვნების მიხედვით, საქართველოში გაყიდული ყველა ხორცი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ეტიკეტირებისა და სურსათის უვნებლობის წესებს.
რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. კერძოდ, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ფრინველის ტანხორცი და მისი ცალკეული ნაწილები უნდა იყოს სუფთა, უცხო სუნის გარეშე, სისხლის ლაქების და ტრავმების, გატეხილი ძვლების გარეშე, დასაშვებია ფრინველზე ბუმბულის ნარჩენების ქონა.
ეტიკეტზე ასევე უნდა იყოს მითითებული, თუ რით იკვებებოდა ფრინველი და რა პირობებში იყო გამოყვანილი.
ახალი ფრინველის ხორცზე, მას არ უნდა ჰქონდეს ადრინდელი გაყინვის ნაკვალევი.
რაც შეეხება გაყინულ ხორცს, ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული გაყინვის ხარისხი და ტიპი, შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა და სასაკლაოს ან დამჭრელი საამქროს აღიარების ნომერი, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ჭრა და ხორციდან ძვლის მოცილება ხდება რეალიზაციის ადგილზე.
იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, ეტიკეტზე თანდართული უნდა იყოს წარმოშობის ქვეყნის დასახელება.
ამასთან, ფრინველის ხორცის გაყინვის ტემპერატურა არ უნდა იყოს -12 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები. ნებადართულია სამგრადუსიანი შეცდომა.
ყველა ახალი ამბავი
0