https://sputnik-georgia.com/20241113/metexis-xidze-mozraoba-sheizgudeba-290861126.html
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს. 13.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-13T10:19+0400
2024-11-13T10:19+0400
2024-11-13T10:19+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028532_0:281:3000:1969_1920x0_80_0_0_c685ff554b8625a29badb41d22b3786d.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს.უწყების ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.ამასთან, გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც დროებით შეიცვლება.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N301, N331, N333, N345, N350, და N371, ასევე, მიკროავტობუსები: N538, N547, N550 და N580 ევროპის მოედნის ნაცვლად, გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურებიან.უკუმიმართულებისას ცვლილება შეეხება მხოლოდ N333-ის მარშრუტს. კერძოდ, მიკროავტობუსი ვაზისუბნის დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.ქართველი ერი თითქმის 800 წლის განმავლობაში ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028532_630:557:2558:2003_1920x0_80_0_0_618a5418a1641c3fd0f14394da511b66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს.
უწყების ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.
ამასთან, გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც დროებით შეიცვლება.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N301, N331, N333, N345, N350, და N371, ასევე, მიკროავტობუსები: N538, N547, N550 და N580 ევროპის მოედნის ნაცვლად, გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურებიან.
უკუმიმართულებისას ცვლილება შეეხება მხოლოდ N333-ის მარშრუტს. კერძოდ, მიკროავტობუსი ვაზისუბნის დასახლების მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.
ქართველი ერი თითქმის 800 წლის განმავლობაში ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.
წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.