https://sputnik-georgia.com/20241113/meoradi-saburavebis-gantavsebis--290880060.html
მეორადი საბურავების განთავსების და რეალიზაციის წესის ამოქმედება 1 წლით გადაიდო
მეორადი საბურავების განთავსების და რეალიზაციის წესის ამოქმედება 1 წლით გადაიდო
Sputnik საქართველო
2020 წლის თებერვალში მიღებული რეგლამენტი ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. 13.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-13T18:48+0400
2024-11-13T18:48+0400
2024-11-13T18:48+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286605520_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_b5d8eb9dba3bbe71d075efecd9777299.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია გამოდის ინიციატივით მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედება ეკონომიკური სექტორის მოუმზადებლობის გამო ერთი წლით გადავადდეს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების სესახებ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო.მისი თქმით, ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში მიღებული რეგლამენტი ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.„მომდევნო ერთი წელი მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ინფორმაციულად მიიღონ ყველა სიახლე და გადაწყვეტილება, თუ როგორი სივრცეებია საჭირო, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განთავსება, იქ, სადაც დასაშვებია, ხოლო სადაც პრობლემას წარმოადგენს, იქ მსგავსი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მან ასევე დაავალა მუნიციპალურ ინსპექციას აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთჩამოთვლილი საქმიანობით, რათა შემდგომ საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს.როგორც კალაძემ აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც მეორადი საბურავები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებშია განთავსებული, რაც მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს და ასეთი საკითხები უნდა გადაიჭრას.ახალი წესები ითვალისწინებს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების აკრძალვას საცხოვრებელ ზონებში, სპეციალურ ზონებში, დასასვენებელ ზონებში, სასოფლო-სამეურნეო ზონებსა და სატყეო ზონებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286605520_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_72cf09cfd57a337d9bf796359fd2ae89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მეორადი საბურავების განთავსების და რეალიზაციის წესის ამოქმედება 1 წლით გადაიდო
2020 წლის თებერვალში მიღებული რეგლამენტი ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია გამოდის ინიციატივით მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედება ეკონომიკური სექტორის მოუმზადებლობის გამო ერთი წლით გადავადდეს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების სესახებ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო.
„დღეს მოქმედი რედაქციით, ამ წესს 1-ელი იანვრიდან უწევს ამოქმედება, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკური სექტორი მზად არ არის, თუმცა მას განუსაზღვრელი დროით ვერ გადავავადებთ, ამიტომ, მინდა დავავალო ვიცე-მერს, მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე გამგეობებს, ჩაერთონ ამ საკითხის გადაწყვეტაში“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში მიღებული რეგლამენტი ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
„მომდევნო ერთი წელი მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ინფორმაციულად მიიღონ ყველა სიახლე და გადაწყვეტილება, თუ როგორი სივრცეებია საჭირო, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განთავსება, იქ, სადაც დასაშვებია, ხოლო სადაც პრობლემას წარმოადგენს, იქ მსგავსი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე დაავალა მუნიციპალურ ინსპექციას აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთჩამოთვლილი საქმიანობით, რათა შემდგომ საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც მეორადი საბურავები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებშია განთავსებული, რაც მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს და ასეთი საკითხები უნდა გადაიჭრას.
ახალი წესები ითვალისწინებს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების აკრძალვას საცხოვრებელ ზონებში, სპეციალურ ზონებში, დასასვენებელ ზონებში, სასოფლო-სამეურნეო ზონებსა და სატყეო ზონებში.