მიშუსტინი გუტერეშს აშშ-ის მხრიდან ვიზების შეზღუდვაზე ესაუბრა

© photo: Sputnik / Alexander Astafiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2024
გამოწერა
თბილისი, 13 ნოემბერი — sputnik. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა, რომელიც ბაქოში იმყოფება გაეროს კლიმატისცვლილებისკონფერენციის29-ესესიაზე(COP29), გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების სავიზო შეზღუდვების გამო, იტყობინება რუსეთის მინისტრთა კაბინეტი.
„მიხაილ მიშუსტინმა შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების მხრიდან უკანონო სავიზო შეზღუდვების გამო, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობას აფერხებს. აღინიშნა ზომების მიღების აუცილებლობა გაეროს შტაბ-ბინის სტატუსის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.
COP29 ბაქოში 11 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე (ჩათვლით) გასტანს. მასში მსოფლიოს 80-მდე სახელმწიფოსა და მთავრობისმეთაურები მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0