რადის დეპუტატი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Alexander Maximenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2024
გამოწერა
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკება სჭირდება, რისთვისაც ჯერ სროლა უნდა შეწყვიტოს, აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსანდრ დუბინსკი.
„შევეხები ტაბუდადებულ თემას იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა რუსებთან შეთანხმება... შეთანხმება შესაძლებელია და აუცილებელიცაა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვერც საერთო საზღვარს გავაქრობთ სადმე, ვერც საერთო მენტალიტეტსა და კულტურულ- ისტორიულ ღირებულებებს. და მე აქ ვეთანხმები „ადრეულ" ზელენსკის, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ჩავარდნილი ოკეანისგაღმა მარადიული ომის პარტიის კლანჭებში. უბრალოდ, უნდა შევწყვიტოთ სროლა“, — მიაჩნია მას.
დუბინსკის თქმით, შეთანხმების მისაღწევად „ცეცხლი და მკვლელობები“ უნდა შეჩერდეა. რადის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის შეჩერება ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს.
როგორც ის აცხადებს, კონფლიქტის გაგრძელება ნატოს შესახებ ცრუ ლოზუნგებით — ეს გენოციდია, რაშიც ვოლოდიმირ ზელენსკი და რადის ყველა ის დეპუტატია დამნაშავე, რომლებიც საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებასა და მობილიზაციას აძლევენ ხმას.
ყველა ახალი ამბავი
0