https://sputnik-georgia.com/20241112/rodis-gamocxaddeba-archevnebis-saboloo-shedegebi-290835641.html
როდის გამოაცხადებს ცესკო საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ შედეგებს?
როდის გამოაცხადებს ცესკო საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ შედეგებს?
Sputnik საქართველო
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. 12.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-12T11:49+0400
2024-11-12T11:49+0400
2024-11-12T12:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა ინსტანციის სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ შეაჯამებს, მაგრამ არაუგვიანეს 21 ნოემბრისა, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.გუშინ, ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და ოპოზიციური გაერთიანებების „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაბათილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვა თითქმის რვა საათი გაგრძელდა. მომჩივანი მხარის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.მანამდე, 7 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევის აღიარების და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღმოსავლეთ საქართველოში 1293-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.ერთი დღით ადრე კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ეღიარებინა არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევა და დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.ახალი ტექნოლოგიები 3.111 უბნიდან 2.263-ში იქნა გამოყენებული. ტრადიციული მეთოდით ხმის მიცემა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე განხორციელდა.არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნებულ ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.ცესკოს წინასწარი შედეგები:„ქართული ოცნება" („ქართული ოცნება", „ხალხის ძალა") – 53,93%;„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") – 11,04%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 10,17%;„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 8,8%;„საქართველოსთვის" – 7,78%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
როდის გამოაცხადებს ცესკო საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ შედეგებს?
11:49 12.11.2024 (განახლებულია: 12:27 12.11.2024) ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა ინსტანციის სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ შეაჯამებს, მაგრამ არაუგვიანეს 21 ნოემბრისა, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
გუშინ, ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და ოპოზიციური გაერთიანებების „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაბათილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია სასამართლოს პირველი და შემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს აუცილებლად დაელოდება და ამის შემდეგ მიღებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო, ოფიციალური, შემაჯამებელი ოქმი", - განაცხადა შარაბიძემ.
ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვა თითქმის რვა საათი გაგრძელდა. მომჩივანი მხარის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
მანამდე, 7 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევის აღიარების და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღმოსავლეთ საქართველოში 1293-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.
ერთი დღით ადრე კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ეღიარებინა არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევა და დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ახალი ტექნოლოგიები 3.111 უბნიდან 2.263-ში იქნა გამოყენებული. ტრადიციული მეთოდით ხმის მიცემა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე განხორციელდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნებულ ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
ცესკოს წინასწარი შედეგები:
„ქართული ოცნება" („ქართული ოცნება", „ხალხის ძალა") – 53,93%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") – 11,04%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 10,17%;
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 8,8%;
„საქართველოსთვის" – 7,78%.