https://sputnik-georgia.com/20241112/parlamentshi-tu-sasamartloshi-qartuli-ocnebis-prognozi-290858529.html
პარლამენტში თუ სასამართლოში: „ქართული ოცნების" პროგნოზი ოპოზიციისთვის
პარლამენტში თუ სასამართლოში: „ქართული ოცნების" პროგნოზი ოპოზიციისთვის
Sputnik საქართველო
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ არაკონსტიტუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება. 12.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-12T20:51+0400
2024-11-12T20:51+0400
2024-11-12T20:51+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/04/290745967_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_d4c303d3a95e7c5a7085c57428f2246e.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კვლავ დაიწყეს საუბარი ყოფილი ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას.ხელისუფლების თვალთახედვის არეში მოექცა ოპოზიცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით პარლამენტში შევიდა - გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“. ისინი უარს აცხადებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე, განცხადებებს აკეთებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე და სისტემატურად მართავენ აქციებს თბილისში.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე მოგონებები აქვს წინა ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა.„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, დაიწყება „ნაცმოძრაობის", მისი მემკვიდრე-პარტიებისა და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ სამართლებრივი პროცედურები, გუშინ გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე, რისთვისაც საკმარისია დეპუტატების მცირე რაოდენობა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ არაკონსტიტუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება.„ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან მალე გაჩერდებიან, მათ შორის, მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციებს (უცხოეთიდან - რედ.) და, საბოლოოდ, არ ვიცი, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ისინი პარლამენტის სკამებზე აღმოჩნდებიან“, - განაცხადა კობახიძემ.მე-11 მოწვევის პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ მოხდა არჩევნების „ტოტალური გაყალბება“. ისინი მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას და, ამავდროულად, ახალ საპარლამენტო არჩევნებს.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა ინსტანციის სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ შეაჯამებს, მაგრამ არაუგვიანეს 21 ნოემბრისა.11 ნოემბერს ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და ოპოზიციური გაერთიანებების „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაბათილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.ცესკოს წინასწარი შედეგები:„ქართული ოცნება" („ქართული ოცნება", „ხალხის ძალა") – 53,93%;„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") – 11,04%;„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 10,17%;„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 8,8%;„საქართველოსთვის" – 7,78%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/04/290745967_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_dcab6df458a00c3c26137ff1e1b66269.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტში თუ სასამართლოში: „ქართული ოცნების" პროგნოზი ოპოზიციისთვის
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ არაკონსტიტუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კვლავ დაიწყეს საუბარი ყოფილი ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას.
ხელისუფლების თვალთახედვის არეში მოექცა ოპოზიცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით პარლამენტში შევიდა - გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“. ისინი უარს აცხადებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე, განცხადებებს აკეთებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე და სისტემატურად მართავენ აქციებს თბილისში.
„მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე მოგონებები აქვს წინა ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, დაიწყება „ნაცმოძრაობის", მისი მემკვიდრე-პარტიებისა და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ სამართლებრივი პროცედურები, გუშინ გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„თუ ისინი იგივე სულისკვეთებით გააგრძელებენ, შესაძლოა, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ნაბიჯები. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლას, მათი წყალობით მომწიფდება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე, რისთვისაც საკმარისია დეპუტატების მცირე რაოდენობა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ არაკონსტიტუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება.
„ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან მალე გაჩერდებიან, მათ შორის, მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციებს (უცხოეთიდან - რედ.) და, საბოლოოდ, არ ვიცი, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ისინი პარლამენტის სკამებზე აღმოჩნდებიან“, - განაცხადა კობახიძემ.
მე-11 მოწვევის პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ მოხდა არჩევნების „ტოტალური გაყალბება“. ისინი მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას და, ამავდროულად, ახალ საპარლამენტო არჩევნებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა ინსტანციის სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ შეაჯამებს, მაგრამ არაუგვიანეს 21 ნოემბრისა.
11 ნოემბერს ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და ოპოზიციური გაერთიანებების „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაბათილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
ცესკოს წინასწარი შედეგები:
„ქართული ოცნება" („ქართული ოცნება", „ხალხის ძალა") – 53,93%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") – 11,04%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 10,17%;
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 8,8%;
„საქართველოსთვის" – 7,78%.