მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Stringerსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2024
გამოწერა
სანქციის სახით კანონდამრღვევ მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ბოლო 3 თვის მონაცემებით, მებაჟე-ოფიცრების მიერ არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა, ნათქამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში - 8.278,880,09 ლარი (ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით) აღმოაჩინეს.
სანქციის სახით კანონდამრღვევ მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა 649. 712,89 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
შემოსავლების სამსახური, როგორც საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის გამოვლენასა და შესაბამისი რეაგირების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივად ახორციელებს მკაცრ კონტროლს არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების პროცესის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0