https://sputnik-georgia.com/20241111/shamugia-lentexsi-sarkopagis-msheneblobaze-290826496.html
დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვა: შამუგია ლენტეხში სარკოფაგის მშენებლობაზე
დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვა: შამუგია ლენტეხში სარკოფაგის მშენებლობაზე
Sputnik საქართველო
პროექტის მესამე ფაზა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. 11.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-11T12:48+0400
2024-11-11T12:48+0400
2024-11-11T12:48+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276920432_0:114:1600:1015_1920x0_80_0_0_0732de4a360222fadb353e2bd53e15e8.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სახიფათო ნარჩენების მიმართულებით მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია მთლიანად იქნება უსაფრთხო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ლენტეხის ორ სოფელში - ძუღარეშსა და ყორულდაშში - დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა.პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდა, ხოლო მეორე ეტაპზე დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდა.მისი თქმით, პროექტის მესამე ფაზა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ძუღარეშსა და სოფელ ყორულდაშში განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები. კერძოდ, აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგს წარეცხვისაგან. ასევე გაკეთდა 350 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის არხი, სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის.2025 წელს განხორციელდება პროექტის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები - 50500 მ3 მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა, დარიშხანის შემცველი ნარჩენების შეგროვება და სარკოფაგში განთავსება.ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები.დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.დარიშხანით მწვავე მოწამვლის უშუალო სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მათ მოსდევს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები და, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიკვდილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276920432_0:0:1424:1067_1920x0_80_0_0_4c501991ff818ed872a962bc68075faf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვა: შამუგია ლენტეხში სარკოფაგის მშენებლობაზე
პროექტის მესამე ფაზა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სახიფათო ნარჩენების მიმართულებით მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია მთლიანად იქნება უსაფრთხო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ლენტეხის ორ სოფელში - ძუღარეშსა და ყორულდაშში - დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა.
პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდა, ხოლო მეორე ეტაპზე დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდა.
„ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის მიზანია დარიშხანის შემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების სრულად მოწესრიგება. პროექტი მოიცავს სამ ფაზას, რომელთაგან ორი უკვე დასრულებულია - ტერიტორია მთლიანად იზოლირებულია, მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებული ნაპირდაცვითი, სალექარი და წყალგამყვანი არხები მოწყობის კუთხით", - განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, პროექტის მესამე ფაზა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.
სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ძუღარეშსა და სოფელ ყორულდაშში განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები.
კერძოდ, აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგს წარეცხვისაგან. ასევე გაკეთდა 350 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის არხი, სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის.
2025 წელს განხორციელდება პროექტის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები - 50500 მ3 მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა, დარიშხანის შემცველი ნარჩენების შეგროვება და სარკოფაგში განთავსება.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები.
დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.
დარიშხანით მწვავე მოწამვლის უშუალო სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მათ მოსდევს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები და, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიკვდილი.