https://sputnik-georgia.com/20241111/ramdenit-gaizarda-sapensio-aqtivebi-saqartveloshi-290830733.html
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ოქტომბრის მონაცემები
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ოქტომბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. 11.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-11T18:17+0400
2024-11-11T18:17+0400
2024-11-11T18:17+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საპენსიო სააგენტო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1d1398cbfdf91e95b2ef7e7a8c7a3084.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 31 ოქტომბრის მდგომარეობით 5,8 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 13,3 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 49,9 მლნ ლარი შეადგინა.სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში აქტივების საერთო მომგებიანობამ 1,3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში ასეთია:ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. ოქტომბრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 51%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 31%-ს, კონსერვატიულში - 17%-ს.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_14a5cddcb2a86be434fd0d81553983cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ოქტომბრის მონაცემები
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 31 ოქტომბრის მდგომარეობით 5,8 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 13,3 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 49,9 მლნ ლარი შეადგინა.
სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში აქტივების საერთო მომგებიანობამ 1,3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.
რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში ასეთია:
დინამიური პორტფელი – 18,28%
დაბალანსებული პორტფელი – 17,14%
კონსერვატიული პორტფელი – 15,27%.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. ოქტომბრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 51%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 31%-ს, კონსერვატიულში - 17%-ს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.