https://sputnik-georgia.com/20241111/kobaxidze-saqartelo-mowinave-qveynebs-shorisaa-290835978.html
პრემიერი: საქართველო ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაში მოწინავე ქვეყნებს შორისაა
პრემიერი: საქართველო ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაში მოწინავე ქვეყნებს შორისაა
Sputnik საქართველო
მსოფლიო რეიტინგში საქართველომ საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 და ევროპაში მე-13 ადგილი დაიკავა. 11.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-11T21:41+0400
2024-11-11T21:41+0400
2024-11-11T21:41+0400
საქართველო
საქართველო რეიტინგებში
მსოფლიო ბანკი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290549643_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_58230392b56c2230d81d12c192a24ac1.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ყველა ობიექტური ინდექსი, მათ შორის, კვლევები ბიუროკრატიის მიმართულებით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ძალიან ხშირად უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მაჩვენებლებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბიუროკრატიის ინდექსთან დაკავშირებით.მსოფლიო ბანკმა კვლევა Economist Intelligence Unit 2024-ის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ შეაფასა ბიუროკრატიის დონე 180 ქვეყანაში. მსოფლიო რეიტინგში საქართველომ საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 და ევროპაში მე-13 ადგილი დაიკავა.მისი თქმით, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ბიუროკრატიული პროცედურების გასაუმჯობესებლად.„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა არის უკვე შთამბეჭდავი, რაც შესაბამის ინდექსშიც აისახა“, - განაცხადა პრემიერმა.რეიტინგში საქართველომ ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 18 ქვეყანას გაუსწრო. ამ ქვეყნებში შედის ბელგია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, პორტუგალია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი და ალბანეთი.Economist Intelligence Unit არის ბრიტანული კვლევითი და ანალიტიკური ცენტრი (ბრიტანული საგამომცემლო ჯგუფ Economist Group-ის ქვედანაყოფი), რომელიც სპეციალიზირებულია სტრატეგიული პროგნოზირების, ეკონომიკური კვლევების, დარგობრივი და ქვეყნის ანალიზში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290549643_61:0:1198:853_1920x0_80_0_0_af3f9c139e57c70b8b2d6efae26bd61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო რეიტინგებში, მსოფლიო ბანკი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო რეიტინგებში, მსოფლიო ბანკი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაში მოწინავე ქვეყნებს შორისაა
მსოფლიო რეიტინგში საქართველომ საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 და ევროპაში მე-13 ადგილი დაიკავა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ყველა ობიექტური ინდექსი, მათ შორის, კვლევები ბიუროკრატიის მიმართულებით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ძალიან ხშირად უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მაჩვენებლებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბიუროკრატიის ინდექსთან დაკავშირებით.
მსოფლიო ბანკმა კვლევა Economist Intelligence Unit 2024-ის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ შეაფასა ბიუროკრატიის დონე 180 ქვეყანაში. მსოფლიო რეიტინგში საქართველომ საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 და ევროპაში მე-13 ადგილი დაიკავა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, ყველა ობიექტური ინდექსი ადასტურებს, რომ გვაქვს წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიუროკრატიის მიმართულებას, იცით, რომ გვაქვს დახვეწილი პროცედურები", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ბიუროკრატიული პროცედურების გასაუმჯობესებლად.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა არის უკვე შთამბეჭდავი, რაც შესაბამის ინდექსშიც აისახა“, - განაცხადა პრემიერმა.
რეიტინგში საქართველომ ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 18 ქვეყანას გაუსწრო. ამ ქვეყნებში შედის ბელგია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, პორტუგალია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი და ალბანეთი.
Economist Intelligence Unit არის ბრიტანული კვლევითი და ანალიტიკური ცენტრი (ბრიტანული საგამომცემლო ჯგუფ Economist Group-ის ქვედანაყოფი), რომელიც სპეციალიზირებულია სტრატეგიული პროგნოზირების, ეკონომიკური კვლევების, დარგობრივი და ქვეყნის ანალიზში.