https://sputnik-georgia.com/20241111/gwp-mosaxleobas-aprtxilebs-290834632.html
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 11.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-11T22:00+0400
2024-11-11T22:00+0400
2024-11-11T22:00+0400
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288491971_0:160:3076:1890_1920x0_80_0_0_ce0fc8592d52ab13830ae1e417c1e326.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი– Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 13 ნოემბრის 06:00 საათიდან 14 ნოემბრის 12:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.GWP-ის ცნობით, კომპანია გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 13 ნოემბრის 06:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ. აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანისა და ბერიშვილის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-76 (ლუწ ნომრებს).კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.კომპანიის ცნობით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8,5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2,6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 87 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 81 საკვანძო ჭა და 10 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში GWP 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288491971_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_a8c1b84e5626fdebadb35bbf14a1918f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 11 ნოემბერი– Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 13 ნოემბრის 06:00 საათიდან 14 ნოემბრის 12:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, კომპანია გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 13 ნოემბრის 06:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ. აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანისა და ბერიშვილის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-76 (ლუწ ნომრებს).
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
კომპანიის ცნობით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8,5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2,6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 87 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 81 საკვანძო ჭა და 10 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში GWP 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.