https://sputnik-georgia.com/20241111/erovnuli-banki-pinansur-seqtorshi-qalta-aqtivobas-uwyobs-xels-290834326.html
ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორში ქალთა აქტივობის ზრდას უწყობს ხელს
ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორში ქალთა აქტივობის ზრდას უწყობს ხელს
Sputnik საქართველო
თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ აღმოიფხვრას არსებული ბარიერები და ქალი-ლიდერებისთვის გაჩნდეს უფრო მეტი შესაძლებლობები. 11.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-11T21:00+0400
2024-11-11T21:00+0400
2024-11-11T21:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0b/290831459_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_923d758a0294bd72f9bd8b8b4027dd03.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორში ქმნის ინკლუზიურ გარემოს, რათა ლიდერი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნას, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე „ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“. თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ფინანსურ სექტორში ლიდერი ქალებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ რეგულაციებსა და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რაც ქალების წახალისებისა და გაძლიერების მიზნით დაინერგა.მისი თქმით, მიზნობრივი რეგულაციების დანერგვით, პროფესიონალიზმის განვითარების მხარდაჭერითა და ინკლუზიური ხელმძღვანელობის წახალისებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს, რომ აღმოიფხვრას არსებული ბარიერები და ქალი-ლიდერებისთვის გაჩნდეს უფრო მეტი შესაძლებლობები.როგორც თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორი არამარტო გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ხელს შეუწყობს ინოვაციასა და მდგრადობას ყველა დონეზე.ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თვალყურის დევნას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნაბიჯების გადადგმას ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად, დასძინა თურნავამ. „ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ბუღალტერთა კავშირის თანაორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0b/290831459_400:0:1600:900_1920x0_80_0_0_1e4611640f082050a0deed645a1b250e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორში ქალთა აქტივობის ზრდას უწყობს ხელს
თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ აღმოიფხვრას არსებული ბარიერები და ქალი-ლიდერებისთვის გაჩნდეს უფრო მეტი შესაძლებლობები.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორში ქმნის ინკლუზიურ გარემოს, რათა ლიდერი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნას, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე „ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“.
თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ფინანსურ სექტორში ლიდერი ქალებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ რეგულაციებსა და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რაც ქალების წახალისებისა და გაძლიერების მიზნით დაინერგა.
„ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომები მიმართულია სექტორში უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ, სადაც ნიჭი, პოტენციალი და შრომა დაფასებულია სქესის მიუხედავად", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მიზნობრივი რეგულაციების დანერგვით, პროფესიონალიზმის განვითარების მხარდაჭერითა და ინკლუზიური ხელმძღვანელობის წახალისებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს, რომ აღმოიფხვრას არსებული ბარიერები და ქალი-ლიდერებისთვის გაჩნდეს უფრო მეტი შესაძლებლობები.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორი არამარტო გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ხელს შეუწყობს ინოვაციასა და მდგრადობას ყველა დონეზე.
ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თვალყურის დევნას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნაბიჯების გადადგმას ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად, დასძინა თურნავამ.
„ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ბუღალტერთა კავშირის თანაორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.