ძიუდო: ახალკაცი რომის ღია პირველობის გამარჯვებულია

© courtesy of Vladimir Akhalkatsyვლადიმერ ახალკაცი
ვლადიმერ ახალკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2024
გამოწერა
ახალკაცმა ფინალში თანამემამულე ირაკლი ბეროშვილი დაამარცხა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. რომში მიმდინარე ძიუდოს ღია პირველობაზე ქართველი ძიუდოისტი ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ახალკაცმა ფინალში თანამემამულე ირაკლი ბეროშვილი დაამარცხა. შეჯიბრში მონაწილე კიდევ სამი ქართველი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა.
უიღბლო გამოდგა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოში დაბრუნება ლუკა მაისურაძისთვის (90კგ). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მერვედფინალში იტალიელ ბედელთან წააგო - მაისურაძე მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა.
90კგ წონით კატეგორიაში ასევე იასპარეზეს მიხეილ კუპრაშვილმა და თორნიკე ფოლადიშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0