რაგბი: საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

© © Сourtesy of Georgian Rugbyრაგბის ნაკრები
რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს იტალიას, ხოლო 24 ნოემბერს თბილისში ტონგოს დაუპირისპირდება.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის პირველი მატჩი „ოლ ბლექს XV“-თან ჩაატარა, რომელიც ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების უახლოესი რეზერვის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ანგარიშით 13:31 დამარცხდა.
„ბორჯღალოსნებმა“ თამაში სწრაფად დაიწყეს, მეტოქის ნახევარზე აქტიურად ითამაშეს და შედეგიც მიიღეს – მეცხრე წუთზე ვანო კარკაძემ ანგარიში გახსნა, ლუკა მატკავამ ლელო ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.
ზელანდიელებმა საპასუხო შეტევაში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელო მიითვალეს, რასაც საქართველოს ნაკრებმა ორი ზუსტი ჯარიმით უპაუხა და პირველი ტაიმი „ოლ ბლექსმა“ 19:13 მოიგო - უპირატესობა მოწინააღმდეგე გუნდმა მატჩის მეორე ნახევარშიც შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს იტალიას, ხოლო 24 ნოემბერს თბილისში ტონგოს დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0