https://sputnik-georgia.com/20241110/cucqiridze-rezervebis-shemcirebis-irgvliv-ajiotajze-290822984.html
ოპოზიციის სპეკულაციები: ეკონომისტი საქართველოს რეზერვების შემცირების ირგვლივ აჟიოტაჟზე
ოპოზიციის სპეკულაციები: ეკონომისტი საქართველოს რეზერვების შემცირების ირგვლივ აჟიოტაჟზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5 მლრდ 436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 10.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-10T20:40+0400
2024-11-10T20:40+0400
2024-11-10T20:40+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. რეზერვების 627 მილიონი დოლარით შემცირების ირგვლივ მღელვარება და სპეკულაცია ოპოზიციისთვის ხელსაყრელია, განაცხადა ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ.ოქტომბერში რეზერვები 627,5 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.მისი თქმით, ეროვნული ბანკი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა.„ხარჯვითი რეზერვების ამოსავალი წერტილი არის ბაზრის დაცვა ინფლაციური მოლოდინებისაგან და არსად წერია თუ რა ოდენობის რეზერვი უნდა იყოს გამოყენებული ოპტიმალურ საზომად. ბუნებრივია, რეზერვების შემცირება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით და არც მისი დაცლაა სასურველი", - განაცხადა ცუცქირიძემ.როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს საქართველოს სავალუტო რეზერვების რეკორდული დონე ჰქონდა.„რამდენად დროული და გამართლებული იყო ეროვნული ბანკის სტრატეგია ამის მაგალითად გაზრდილი ეკონომიკა, ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, დაბალი ინფლაცია, სტაბილურად მზარდი სავალუტო შემოდინებები გამოდგება", - განაცხადა ცუცქირიძემ.მისი თქმით, სებ-მა სწორ დროს და საჭიროებისამებრ გამოიყენა რეზერვები და ამით მოსახლეობა ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან იხსნა.საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 31 ოქტომბრისთვის, წინასწარი მონაცემებით, შეადგენდა 4,1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მინიმალური ნიშნულია 2022 წლის ივნისის შემდეგ, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 924,7 მლნ ლარით შემცირდა.საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5 მლრდ 436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
ოპოზიციის სპეკულაციები: ეკონომისტი საქართველოს რეზერვების შემცირების ირგვლივ აჟიოტაჟზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5 მლრდ 436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. რეზერვების 627 მილიონი დოლარით შემცირების ირგვლივ მღელვარება და სპეკულაცია ოპოზიციისთვის ხელსაყრელია, განაცხადა ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ.
ოქტომბერში რეზერვები 627,5 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
„იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ეკონომიკა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. მიმაჩნია, რომ ამ სახის ინფორმაციის ტირაჟირება და ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება აშკარად დავარდნილი ოპოზიციური მუხტის გაცოცხლებას, ლარის კურსითა და რეზერვების თემით მანიპულირებით", - განაცხადა ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა.
„ხარჯვითი რეზერვების ამოსავალი წერტილი არის ბაზრის დაცვა ინფლაციური მოლოდინებისაგან და არსად წერია თუ რა ოდენობის რეზერვი უნდა იყოს გამოყენებული ოპტიმალურ საზომად. ბუნებრივია, რეზერვების შემცირება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით და არც მისი დაცლაა სასურველი", - განაცხადა ცუცქირიძემ.
როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს საქართველოს სავალუტო რეზერვების რეკორდული დონე ჰქონდა.
„რამდენად დროული და გამართლებული იყო ეროვნული ბანკის სტრატეგია ამის მაგალითად გაზრდილი ეკონომიკა, ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, დაბალი ინფლაცია, სტაბილურად მზარდი სავალუტო შემოდინებები გამოდგება", - განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, სებ-მა სწორ დროს და საჭიროებისამებრ გამოიყენა რეზერვები და ამით მოსახლეობა ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან იხსნა.
„რეზერვების დანიშნულებაც სწორედ ესაა, დააგროვო და დახარჯო საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში. მზარდი ეკონომიკისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, პრობლემა არ იქნება შედარებით მოკლე დროში რეზერვების შევსება. ასე რომ, ამ თემით ზედმეტად შეწუხებულ საექსპერტო საზოგადოებას ვურჩევდი ლარს და ეროვნულ ბანკს თავი დაანებონ", - განაცხადა ცუცქირიძემ.
საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 31 ოქტომბრისთვის, წინასწარი მონაცემებით, შეადგენდა 4,1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მინიმალური ნიშნულია 2022 წლის ივნისის შემდეგ, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 924,7 მლნ ლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5 მლრდ 436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით.