როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა ბათუმში
მშენებლობა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2024
გამოწერა
თვიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 4,2%-ით შემცირების ხარჯზე.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის ოქტომბერში, მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, 0,4%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 4,2%-ით შემცირების ხარჯზე.
2024 წლის სექტემბერში, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა5,8%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 20,3%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0