https://sputnik-georgia.com/20241109/papuasvili-sabanko-saqme-ekonomikuri-zrdis-investiciebis-da-ketildreobis-safuzvelia-290815269.html
პაპუაშვილი: საბანკო საქმე ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველია
პაპუაშვილი: საბანკო საქმე ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველია
Sputnik საქართველო
რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, განაცხადა პაპუაშვილმა 09.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-09T21:36+0400
2024-11-09T21:36+0400
2024-11-09T21:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1c/290626359_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cea59c10fe60920275fd7dc2426f4e07.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში საბანკო საქმე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საფუძველს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საზოგადოებას ბანკირის დღე მიულოცა.ბანკირის პროფესიულ დღე საქართველოში 2001 წელს დაარსდა და აღინიშნება 8 ნოემბერს - ქვეყანაში პირველი სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსების დღეს. ეს ბანკი საქართველოში 1885 წელს დაარსდა და მას 30 წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საბანკო-საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და მცირე მეწარმიდან მსხვილ საწარმომდე, სოფლად მყოფი ფერმერიდან ქალაქში მყოფ სტუდენტამდე, ყველას ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი მიზნები და მიიღოს დახმარება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.„ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ამ მხრივ, მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.მისი თქმით, დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.შალვა პაპუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საბანკო-საფინანსო სექტორის წარმატებული განვითარების შედეგად საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.ამასთან პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი გააგრძელებს ქვეყნის საბანკო სისტემის განვითარებას.„პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.საქართველოში დღეს ფუნქციონირებს 17 კომერციული ბანკი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1c/290626359_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_5ff170cc997ac6b21b93f62e06e0bc03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი: საბანკო საქმე ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველია
რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში საბანკო საქმე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საფუძველს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საზოგადოებას ბანკირის დღე მიულოცა.
ბანკირის პროფესიულ დღე საქართველოში 2001 წელს დაარსდა და აღინიშნება 8 ნოემბერს - ქვეყანაში პირველი სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსების დღეს. ეს ბანკი საქართველოში 1885 წელს დაარსდა და მას 30 წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.
„საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საბანკო-საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და მცირე მეწარმიდან მსხვილ საწარმომდე, სოფლად მყოფი ფერმერიდან ქალაქში მყოფ სტუდენტამდე, ყველას ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი მიზნები და მიიღოს დახმარება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ამ მხრივ, მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საბანკო-საფინანსო სექტორის წარმატებული განვითარების შედეგად საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.
„ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა“, - განაცხადა მან.
ამასთან პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი გააგრძელებს ქვეყნის საბანკო სისტემის განვითარებას.
„პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოში დღეს ფუნქციონირებს 17 კომერციული ბანკი.