პუტინი: ბაიდენთან კარგი ურთიერთობა მაქვს

© photo: Sputnik / Kristina Kormilitsina / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2024
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მე ნორმალური ურთიერთობა მაქვს აშშ-ის ამჟამინდელ ლიდერ ჯო ბაიდენთან და ასევე დონალდ ტრამპთანაც, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე.
„მე კარგი ურთიერთობა მქონდა მაკრონთან... ასევე ვესაუბრებოდი შოლცსაც, მაგრამ რაღაც მომენტში მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ სჭირდებოდათ. არ სჭირდებათ და ნუ სჭირდებათ. მე მქონდა ნორმალური ურთიერთობა ტრამპთანაც. არ ვიცი, ახლა მას სურს თუ არა საუბარი. მე ნორმალური ურთიერთობა მქონდა ბაიდენთანაც“, — თქვა მან.
პუტინმა ისიც გაიხსენა, რომ ბაიდენს შვეიცარიაში შეხვდა და ესაუბრა, ტელეფონზეც ურეკავდა, ხუმრობდნენ და იცინოდნენ კიდეც.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“ არის წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში.
კლუბი შეიქმნა 2004 წლის სექტემბერში სააგენტო „რია ნოვოსტის“, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოსა და ჟურნალების — „რუსეთი გლობალურ საკითხებში“ და Russia Profile-ს ინიციატივით. კლუბს სახელი პირველი კონფერენციის ადგილმდებარეობის მიხედვით ეწოდა, რომელიც ველიკი ნოვგოროდში გაიმართა ვალდაის ტბის მახლობლად.
ყველა ახალი ამბავი
0