პუტინი: რუსეთი თავისი გზით მიდის

© photo: Sputnik / Kristina Kormilitsina / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2024
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი მიჰყვება საკუთარ გზას და არ გადაუხვევს საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელების კურსიდან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე.
„რუსეთი თავისი გზით მიდის. ვიმედოვნებ, რომ ის არ გადაუხვევს თავისი ეროვნული ინტერესების გზიდან. მაგრამ, რა თქმა უნდა, მას სჭირდება ინტეგრირება, ჩვენ ამაზე უარი არასდროს გვითქვამს“, — აღნიშნა მან.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“ არის წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში.
კლუბი შეიქმნა 2004 წლის სექტემბერში სააგენტო „რია ნოვოსტის“, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოსა და ჟურნალების— „რუსეთი გლობალურ საკითხებში“ და Russia Profile-ს ინიციატივით. კლუბს სახელი პირველი კონფერენციის ადგილმდებარეობის მიხედვით ეწოდა, რომელიც ველიკი ნოვგოროდში გაიმართა ვალდაის ტბის მახლობლად.
ყველა ახალი ამბავი
0