თბილისში ძაღლის ცოფის შემთხვევა გამოვლინდა: იძებნებიან ცხოველთან კონტაქტში მყოფი პირები

© photo: Sputnik / Stringerმიუსაფარი ძაღლი
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2024
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის გარეუბანში, აფრიკის დასახლებაში ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძებს.
ჩატარებული მოკვლევის შედეგად, იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი.
სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ, ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.
ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს.
სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0