https://sputnik-georgia.com/20241108/tbilissi-sportuli-orientirebis-saertasoriso-kvireuli-imarteba-290802881.html
თბილისში სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული იმართება
თბილისში სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული იმართება
Sputnik საქართველო
ტურნირი ოთხ დღეს გაგრძელდება, დასრულდება 10 ნოემბერს და დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციას დაფარავს 08.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-08T20:24+0400
2024-11-08T20:24+0400
2024-11-08T20:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/08/290800129_0:167:2961:1833_1920x0_80_0_0_466c7321ab114ba5c18e3caacba4708c.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისში დაიწყო სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული, რომელშიც 15 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, ნათქვამია ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის - საქართველოს“ (Sport for Development – Georgia) ვებგვერდზე, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.ორიენტირება სპორტის უნიკალური სახეობაა, სადაც შესაბამისი რუკით და კომპასით აღჭურვილი მონაწილეები, განსაზღვრულ ტერიტორიაზე, მონიშნულ საგუშაგოებს ეძებენ. მონაწილის მიზანია, უმოკლეს დროში, წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით, მიაღწიოს ყველა საგუშაგოს.ტურნირი 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და თბილისის რამდენიმე ლოკაციას დაფარავს.დარეგისტრირებულ მონაწილეებს სანომრე ნიშნები 5 ნოემბერს გადაეცათ. 6 ნოემბერს მათ უკვე დაიწყეს დავალების შესრულება რიყის პარკისა და ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. 7 ნოემბერი – დავალება მზიურის პარკში და ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. 8 ნოემბერს მონაწილეებს დასვენების დღე აქვთ და მათთვის დედაქალაქში ექსკურსიები იმართება.9 ნოემბერს ტურნირი დენდროლოგიურ პარკში გადაინაცვლებს, 10 ნოემბერს კი ჯიქიას ტყესა და აგარაკების ტერიტორიაზე.სპორტული ორიენტირება აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და მას ჰყავს რამდენიმე მილიონი მიმდევარი მთელს მსოფლიოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/08/290800129_232:0:2961:2047_1920x0_80_0_0_63492ef8f2b7395ec01b0c57326ddaae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, საზოგადოება
თბილისში სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული იმართება
ტურნირი ოთხ დღეს გაგრძელდება, დასრულდება 10 ნოემბერს და დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციას დაფარავს
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისში დაიწყო სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული, რომელშიც 15 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, ნათქვამია ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის - საქართველოს“ (Sport for Development – Georgia) ვებგვერდზე, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.
ორიენტირება სპორტის უნიკალური სახეობაა, სადაც შესაბამისი რუკით და კომპასით აღჭურვილი მონაწილეები, განსაზღვრულ ტერიტორიაზე, მონიშნულ საგუშაგოებს ეძებენ. მონაწილის მიზანია, უმოკლეს დროში, წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით, მიაღწიოს ყველა საგუშაგოს.
„ამ ღონისძიებით ხელს ვუწყობთ სპორტული ტურიზმის განვითარებას, ფონდი ყოველთვის იქნება მოწოდებული იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სპორტის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტული ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა „რუსთავი2“-ის ეთერში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ტურნირი 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და თბილისის რამდენიმე ლოკაციას დაფარავს.
დარეგისტრირებულ მონაწილეებს სანომრე ნიშნები 5 ნოემბერს გადაეცათ. 6 ნოემბერს მათ უკვე დაიწყეს დავალების შესრულება რიყის პარკისა და ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. 7 ნოემბერი – დავალება მზიურის პარკში და ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. 8 ნოემბერს მონაწილეებს დასვენების დღე აქვთ და მათთვის დედაქალაქში ექსკურსიები იმართება.
9 ნოემბერს ტურნირი დენდროლოგიურ პარკში გადაინაცვლებს, 10 ნოემბერს კი ჯიქიას ტყესა და აგარაკების ტერიტორიაზე.
სპორტული ორიენტირება აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და მას ჰყავს რამდენიმე მილიონი მიმდევარი მთელს მსოფლიოში.