https://sputnik-georgia.com/20241108/kvaracxelias-sezenit-mancester-iunaitedi-dainteresda-290798269.html
კვარაცხელიას შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა
კვარაცხელიას შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა
Sputnik საქართველო
„ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი 08.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-08T15:38+0400
2024-11-08T15:38+0400
2024-11-08T15:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289786208_0:287:828:753_1920x0_80_0_0_257fed5247a910c361a61d8615226197.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი რუბენ ამორიმი, რომელიც თავის მოვალეობას ოფიციალურად 11 ნოემბერს შეუდგება, „ნაპოლისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული, იუწყება ინგლისური გამოცემა Caught Offside.მედიის ცნობით, ამორიმი 23 წლის ფეხბურთელს გარემარბ ანტონის შემცვლელად მოიაზრებს.„ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი. პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 80 მლნ ევროა. „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მას 90 მლნ ევროდ აფასებს.მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ ყველ ტურნირში 12 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარაცხელია სექტემბრის თვის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გარდა ამისა, ხვიჩა იტალიის სერია A-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა დასახელებული.კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289786208_0:210:828:831_1920x0_80_0_0_88d9fdb4a5ad4434a19773711a2f5536.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კვარაცხელიას შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა
„ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი რუბენ ამორიმი, რომელიც თავის მოვალეობას ოფიციალურად 11 ნოემბერს შეუდგება, „ნაპოლისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული, იუწყება ინგლისური გამოცემა Caught Offside.
მედიის ცნობით, ამორიმი 23 წლის ფეხბურთელს გარემარბ ანტონის შემცვლელად მოიაზრებს.
„ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი. პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 80 მლნ ევროა. „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მას 90 მლნ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ ყველ ტურნირში 12 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარაცხელია სექტემბრის თვის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გარდა ამისა, ხვიჩა იტალიის სერია A-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა დასახელებული.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა.