https://sputnik-georgia.com/20241107/trampi-cvlilebebis-momtani-iqneba-samxaraze-290784701.html
ტრამპი ცვლილებების მომტანი იქნება - სამხარაძე
ტრამპი ცვლილებების მომტანი იქნება - სამხარაძე
Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უნდა ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს შტატების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე. 07.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-07T13:59+0400
2024-11-07T13:59+0400
2024-11-07T13:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/12/285031811_0:0:3100:1745_1920x0_80_0_0_7d922a17e3807dc44b0da5f9894ae224.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამა ეფუძნება კონსერვატიულ ღირებულებებსა და იდეოლოგიას და მისი რიტორიკა მოიცავს მშვიდობის აუცილებლობას, რაც სრულად შეესაბამება „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას, განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართა. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 277 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა, მაშინ როდესაც გამარჯვებისთვის 270 ხმა არის საკმარისი. მისმა კონკურენტმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა 224 ხმა მიიღო.სამხარაძის თქმით, ტრამპის კამპანია ძირითადად აგებული იყო ერთის მხრივ ეკონომიკაზე და მეორეს მხრივ მშვიდობის უზრუნველყოფაზე მსოფლიოში, ასევე კონსერვატორულ ღირებულებებზე.„შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამერიკის მომდევნო ადმინისტრაცია იქნება უფრო მეტად კონსერვატიული იდეოლოგიის და ღირებულებების მატარებელი ადმინისტრაცია, რაც რა თქმა უნდა შეცვლის გარკვეულწილად ამერიკის საგარეო მიდგომასაც, - განაცხადა სამხარაძემ.მისი თქმით, ტრამპის ინაუგურაცია შედგება იანვრის ბოლოს და სწორედ ამ პერიოდიდან უნდა ველოდოთ რეალურად გარკვეულ ცვლილებებს, როგორც შიდა პოლიტიკაში, ასევე, საგარეო პოლიტიკაში.„ძალიან კარგი და დამაიმედებელია ის, რომ მისი პროგრამა კონსერვატორულ იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე იყო დაფუძნებული, რაც სრულად თანხვედრაში მოდის ჩვენი პოლიტიკური გუნდის იდეოლოგიასთან და ფასეულობასთან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.საქართველოს მმართველი პარტია კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს.უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორისდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/12/285031811_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_f465b37d3bfe3a772fcff112225c8cd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ
ტრამპი ცვლილებების მომტანი იქნება - სამხარაძე
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უნდა ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს შტატების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამა ეფუძნება კონსერვატიულ ღირებულებებსა და იდეოლოგიას და მისი რიტორიკა მოიცავს მშვიდობის აუცილებლობას, რაც სრულად შეესაბამება „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას, განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართა. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 277 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა, მაშინ როდესაც გამარჯვებისთვის 270 ხმა არის საკმარისი. მისმა კონკურენტმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა 224 ხმა მიიღო.
„ჩვენ მოვისმინეთ მის პირველ გამოსვლაში, რომ ის არ აპირებს ომების დაწყებას, არამედ აპირებს ომების შეჩერებას. მის რიტორიკაში ისმის მშვიდობის აუცილებლობა. მსოფლიოსთვის იქნება ცვლილებების მომტანი“, - განაცხადა სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, ტრამპის კამპანია ძირითადად აგებული იყო ერთის მხრივ ეკონომიკაზე და მეორეს მხრივ მშვიდობის უზრუნველყოფაზე მსოფლიოში, ასევე კონსერვატორულ ღირებულებებზე.
„შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამერიკის მომდევნო ადმინისტრაცია იქნება უფრო მეტად კონსერვატიული იდეოლოგიის და ღირებულებების მატარებელი ადმინისტრაცია, რაც რა თქმა უნდა შეცვლის გარკვეულწილად ამერიკის საგარეო მიდგომასაც, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, ტრამპის ინაუგურაცია შედგება იანვრის ბოლოს და სწორედ ამ პერიოდიდან უნდა ველოდოთ რეალურად გარკვეულ ცვლილებებს, როგორც შიდა პოლიტიკაში, ასევე, საგარეო პოლიტიკაში.
„ძალიან კარგი და დამაიმედებელია ის, რომ მისი პროგრამა კონსერვატორულ იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე იყო დაფუძნებული, რაც სრულად თანხვედრაში მოდის ჩვენი პოლიტიკური გუნდის იდეოლოგიასთან და ფასეულობასთან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს მმართველი პარტია კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.