https://sputnik-georgia.com/20241107/saqartvelosi-turizmit-mirebuli-semosavlebi-rekordulad-izrdeba-analitikosebis-prognozi-290785554.html
საქართველოში ტურიზმით მიღებული შემოსავლები რეკორდულად იზრდება - ანალიტიკოსების პროგნოზი
საქართველოში ტურიზმით მიღებული შემოსავლები რეკორდულად იზრდება - ანალიტიკოსების პროგნოზი
Sputnik საქართველო
ტურიზმის სფეროში შემოსავლების ძირითადი წყაროები იყვნენ სტუმრები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი, ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი და საუდის არაბეთი 07.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-07T16:21+0400
2024-11-07T16:21+0400
2024-11-07T16:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/88/241768863_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6304f98db349bfba63fe8034f84fd22c.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4,4 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც 7,3%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.2024 წელს მოსალოდნელია ტურიზმიდან შემოსავლების მდგრადი ზრდა აზიის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის მნიშვნელობანი მატების ფა პირდაპირი ავიარეისების ზრდის ფონზე.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურებისგან გამოიმუშავა 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც 6,5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.რუსეთიდან 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან - 647,7 მილიონი აშშ დოლარი (-25,6% 2023 წლის სამ კვარტალთან შედარებით), მათ ქვეყანაში 1,1 მილიონზე მეტი ვიზიტით განახორციელეს.რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებშიპანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/88/241768863_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_f2d09bbd028a0ede07274cd082d59ad3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველოში ტურიზმით მიღებული შემოსავლები რეკორდულად იზრდება - ანალიტიკოსების პროგნოზი
ტურიზმის სფეროში შემოსავლების ძირითადი წყაროები იყვნენ სტუმრები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი, ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი და საუდის არაბეთი
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4,4 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც 7,3%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
2024 წელს მოსალოდნელია ტურიზმიდან შემოსავლების მდგრადი ზრდა აზიის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის მნიშვნელობანი მატების ფა პირდაპირი ავიარეისების ზრდის ფონზე.
„ტურიზმიდან შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 1,6 მილიარდ დოლარს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რაც 8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამ პერიოდში ტურიზმის სფეროში შემოსავლების ძირითადი წყაროები იყვნენ სტუმრები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი, ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი და საუდის არაბეთი“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურებისგან გამოიმუშავა 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც 6,5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
რუსეთიდან 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან - 647,7 მილიონი აშშ დოლარი (-25,6% 2023 წლის სამ კვარტალთან შედარებით), მათ ქვეყანაში 1,1 მილიონზე მეტი ვიზიტით განახორციელეს.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.