https://sputnik-georgia.com/20241107/saqartvelo-msofliosi-ert-ert-udides-turistul-gamofenaze-monawileobs-290785710.html
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები ავიაკომპანიებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, მარკეტინგულ და მედია პლატფორმებთან, 07.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-07T17:11+0400
2024-11-07T17:11+0400
2024-11-07T17:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
დიდი ბრიტანეთი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/01/282830953_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_5789ca9ae16516028be5830a9c7e9995.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარდგა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარდგენილი.ლონდონის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების, დაჯავშნის უმსხვილესი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორისაა: Trip Adviser, Bloomberg, National Geographic Traveller, Expedia, British Airways, Easy Jet, Euronews Skyup, Skyscanner, Wanderlust და სხვ.შეხვედრებზე საქართველოში მარკეტინგული და მედია კამპანიების ჩატარება, პრესტურის ორგანიზება და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია განიხილება.მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები ავიაკომპანიებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, მარკეტინგულ და მედია პლატფორმებთან, რომ საქართველოს პოზიციონირება მოხერხდეს.„გვაქვს შეხვედრები BBC- თან, Bloomberg-თან, სხვადასხვა ტიპის მედია პლატფორმებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, ბრიტანეთის ავიახაზებთან - EasyJet მარკეტინგული კამპანიების განსახორციელებლად“, - განაცხადა მაია ომიაძემ.მათი ცნობით, გამოფენის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ B2B ფორმატში გამართონ შეხვედრები როგორც ბრიტანულ, ისე ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/01/282830953_299:0:3030:2048_1920x0_80_0_0_b42ef1441e48ca39a5d6c416f92bbef7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, დიდი ბრიტანეთი , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, დიდი ბრიტანეთი , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები ავიაკომპანიებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, მარკეტინგულ და მედია პლატფორმებთან,
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარდგა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარდგენილი.
ლონდონის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების, დაჯავშნის უმსხვილესი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორისაა: Trip Adviser, Bloomberg, National Geographic Traveller, Expedia, British Airways, Easy Jet, Euronews Skyup, Skyscanner, Wanderlust და სხვ.
შეხვედრებზე საქართველოში მარკეტინგული და მედია კამპანიების ჩატარება, პრესტურის ორგანიზება და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია განიხილება.
„WTM სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ლონდონში 20-ზე მეტ ქართულ მსხვილ ტურისტულ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამყარებს პირად კონტაქტებს, ბიზნეს ურთიერთობებს იმისთვის, რომ ერთობლივად საქართველოში ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები ავიაკომპანიებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, მარკეტინგულ და მედია პლატფორმებთან, რომ საქართველოს პოზიციონირება მოხერხდეს.
„გვაქვს შეხვედრები BBC- თან, Bloomberg-თან, სხვადასხვა ტიპის მედია პლატფორმებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, ბრიტანეთის ავიახაზებთან - EasyJet მარკეტინგული კამპანიების განსახორციელებლად“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
მათი ცნობით, გამოფენის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ B2B ფორმატში გამართონ შეხვედრები როგორც ბრიტანულ, ისე ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.