https://sputnik-georgia.com/20241107/saeklesio-kalendari-7-noemberi-290781963.html
საეკლესიო კალენდარი: 7 ნოემბერი
საეკლესიო კალენდარი: 7 ნოემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ნოემბერს მოწამეთა: მარკიანეს და მარტვირის, ანასტასის, მართლი ტაბითას ხსენების დღეს აღნიშნავს. 07.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-07T09:00+0400
2024-11-07T09:00+0400
2024-11-07T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23639/95/236399519_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_64a13e4425f22b67dbf7ae1eaba28332.jpg
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატ5ომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირიწმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი - იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებასაც აღასრულებდნენ - მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმიდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმიდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს (+დაახლ. 355 წელს). მათი წმიდა ცხედრები მართლმორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმიდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმიდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.წმიდა მოწამე ანასტასიწმიდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმიდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.მართალი ტაბითამართალი ტაბითა, როგორც „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, ცხოვრობდა ლიდიაში.მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმინდა პეტრესთან დამათთან მისვლა მდაბლად შესთხოვეს. როცა პეტრე მივიდა, მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!“ მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი“. ეს სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა და მრავალმა ირწმუნა განკაცებული მაცხოვარი.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20241106/saeklesio-kalendari-6-noemberi-290755871.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23639/95/236399519_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_e604a03e595ffa0d2e728978fb751ca5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 7 ნოემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ნოემბერს მოწამეთა: მარკიანეს და მარტვირის, ანასტასის, მართლი ტაბითას ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატ5ომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი
წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი - იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებასაც აღასრულებდნენ - მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.
მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმიდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმიდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს (+დაახლ. 355 წელს). მათი წმიდა ცხედრები მართლმორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმიდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმიდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.
წმიდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმიდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.
მართალი ტაბითა, როგორც „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, ცხოვრობდა ლიდიაში.
მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმინდა პეტრესთან დამათთან მისვლა მდაბლად შესთხოვეს. როცა პეტრე მივიდა, მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!“ მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი“. ეს სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა და მრავალმა ირწმუნა განკაცებული მაცხოვარი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით