https://sputnik-georgia.com/20241107/saapelacio-sasamartlom-ar-daadastura-arcevnebze-farulobis-principis-darrveva-290789129.html
სააპელაციო სასამართლომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა არ დაადასტურა
სააპელაციო სასამართლომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა არ დაადასტურა
Sputnik საქართველო
მოსარჩელეების არგუმენტი იყო ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი მოჩანდა 07.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-07T20:34+0400
2024-11-07T20:34+0400
2024-11-07T20:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_185:220:2876:1734_1920x0_80_0_0_1f91dc63e0f212116a551a141dc0ae90.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევის აღიარების და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღმოსავლეთ საქართველოში 1293-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.საიას წარმომადგენლები არგუმენტად იყენებენ იმ ფაქტს, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი მოჩანს. ცესკოში კი ამტკიცებენ, რომ ბიულეტენის სწორი მოთავსება სპეციალურ სქელყდიან საქაღალდეში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპის დაცვას.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, 2 მილიონმა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ მათი ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული.„საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ორმა მილიონმა ადამიანმა, ვინც პირადი გამოცდილებით იცის, რომ მისი ხმა არ იყო ფარული, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლომ დღეს ჩვენი საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, სასამართლომ უბრალოდ უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე“, – ამბობს ქურდოვანიძე.მისივე თქმით, სასამართლოს საერთოდ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სხვა საკითხებთან ერთად, გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმირ ხუჭუას გადაწყვეტილება, რომელმაც ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევის გამო, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში 79 უბნიდან 48-ზე კენჭისყრის შედეგების გაბათილების გადაწყვეტილება მიიღო.თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთად განიხილა 26 საქმე, საიდანაც 12 საქმეზე საჩივარი საიას მიერ იყო შეტანილი. საჩივარი ასევე 29 არასამთავრობო ორგანიზაციის ასოციაციამ „ჩემი ხმა ევროკავშირისთვის“ და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც შეიტანა. მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჩივრა.სასამართლო პროცესი თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმეების გაერთიანების სავარაუდო მიზეზად დაასახელა სასამართლოს სურვილი, არ დაუშვას რომელიმე მოსამართლის მიერ „სასამართლო კლანისაგან“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება.წინა დღით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ეღიარებინა არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასიური დარღვევა და დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.საპარლამენტო არჩევნები - 2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_442:190:2501:1734_1920x0_80_0_0_ab0e6d3486943f761fd300ef380568d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
სააპელაციო სასამართლომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა არ დაადასტურა
მოსარჩელეების არგუმენტი იყო ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი მოჩანდა
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევის აღიარების და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღმოსავლეთ საქართველოში 1293-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.
საიას წარმომადგენლები არგუმენტად იყენებენ იმ ფაქტს, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი მოჩანს. ცესკოში კი ამტკიცებენ, რომ ბიულეტენის სწორი მოთავსება სპეციალურ სქელყდიან საქაღალდეში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპის დაცვას.
„ყველამ დანამდვილებით იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების იმგვარი ადმინისტრირება, რომ ხმის ფარულობის უფლება დაცული ყოფილიყო. არჩევნებზე ხმის ფარულობის პრინციპი არ იყო დაცული, ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა და ეს არის ფაქტი“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, 2 მილიონმა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ მათი ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული.
„საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ორმა მილიონმა ადამიანმა, ვინც პირადი გამოცდილებით იცის, რომ მისი ხმა არ იყო ფარული, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლომ დღეს ჩვენი საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, სასამართლომ უბრალოდ უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე“, – ამბობს ქურდოვანიძე.
მისივე თქმით, სასამართლოს საერთოდ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
„რა უნდა განმარტონ იმაზე, რომ ბიულეტენების უკან არ რჩებოდა კვალი?! რომ ადამიანებს არ შეეძლოთ ფარულად მიეცათ ხმა, ეს არის უბრალოდ ფაქტები, ამას ვერ გაექცევა სასამართლო, მიუხედავად იმისა, რას დაწერენ იმ გადაწყვეტილებაში“, – ამბობს ქურდოვანიძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სხვა საკითხებთან ერთად, გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმირ ხუჭუას გადაწყვეტილება, რომელმაც ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევის გამო, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში 79 უბნიდან 48-ზე კენჭისყრის შედეგების გაბათილების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთად განიხილა 26 საქმე, საიდანაც 12 საქმეზე საჩივარი საიას მიერ იყო შეტანილი. საჩივარი ასევე 29 არასამთავრობო ორგანიზაციის ასოციაციამ „ჩემი ხმა ევროკავშირისთვის“ და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც შეიტანა. მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჩივრა.
სასამართლო პროცესი თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმეების გაერთიანების სავარაუდო მიზეზად დაასახელა სასამართლოს სურვილი, არ დაუშვას რომელიმე მოსამართლის მიერ „სასამართლო კლანისაგან“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება.
წინა დღით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ეღიარებინა არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასიური დარღვევა და დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.