მოსაზრება: უკრაინის არმიის კურსკის ავანტიურის გამაოგნებელი შედეგები

© photo: Sputnik / Sergei Bobilev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2024
გამოწერა
კიევის რეჟიმის კურსკის ავანტიურა მხოლოდ კრინკებში, დნეპრის მარცხენა ნაპირზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებელ სადესანტო ოპერაციას შეიძლება შევადაროთ. თუმცა, კურსკის კატასტროფის მასშტაბი დაჩრდილავს უკრაინული არმიის ყველა წინა წარუმატებლობას და აშშ-ისა და ნატოს ბოლო ათწლეულების ყველაზე გაუმართლებელ სამხედრო ავანტიურებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში „სევერის“ დაჯგუფების საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები, არტილერიის მხარდაჭერით, განაგრძობდნენ წინა ხაზის მდგომარეობის გაუმჯობესებას და შტურმით აიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი საყრდენი პუნქტი კურსკის ოლქის სუდჟანის რაიონში.
სამინისტროს მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ რუსეთის ჯარები წარმატებულ შეტევას ახორციელებენ დასახლებების – დარინო, ლეონიდოვო, ნიკოლაევო-დარინიო, ნოვოივანოვკა, პლეხოვო – მახლობლად და ბოლო 24 საათში გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ათი ბრიგადის ფორმირებები. მოწინააღმდეგის ეფექტურ „დემილიტარიზაციას“ ხელს უწყობს მძიმე ცეცხლმფრქვევიანი სისტემები და არმიის ავიაცია.
სამი თვის განმავლობაში კურსკის ოლქში განადგურდა 30 ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი და დასავლელი „მოხალისე“, ასევე 184 ტანკი, 222 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, სხვა ტიპის ჯავშანტექნიკის 1088 ერთეული, 300 საარტილერიო დანადგარი და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. 30 ათასი ბანდერეველის სიცოცხლე დასავლეთში პრაქტიკულად არაფრად ფასობს.
თუმცა, კურსკის ოლქში უვარგისად განადგურებული საბრძოლო ტექნიკის რაოდენობამ, რომლის საერთო ღირებულება 10 მილიარდ დოლარს აღემატება, აშშ-ისა და ნატოს მომწოდებლები შოკში ჩააგდო. დასავლეთის უზარმაზარი რესურსები დაიხარჯა არა მარტო უშედეგოდ – არამედ ნეგატიური ეფექტით, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტის კრახს დონბასში.
ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო „შეწირვა“ კურსკის ავანტიურში იყო ორასი Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, რომლებიც განკუთვნილია „ჩრდილოეთ კორეის ჯარების შეტევის მოგერიებისთვის“. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამდენიმე ათეული ჯავშანტრანსპორტიორი უკვე განადგურდა უკრაინის საომარ მოქმედებათა თეატრში, ხოლო კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის მრავალათასიანი კონტინგენტის არსებობის შესახებ ჭორები ძალიან გაზვიადებულია.
მეორე მხრივ, უცხოური ქვედანაყოფების რაოდენობის ზრდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ხელს უწყობს ნატოს დანაკარგების ზრდას და ქმნის წინაპირობას საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის გაფართოებისთვის.
დასავლეთი თავდაპირველად ცდილობდა კურსკის ავანტიურასთან დაკავშირებული ოპერაციებისგან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პოლიტიკური და ოპერატიულ-სტრატეგიული სარგებლის მიღებას. თუ გავითვალისწინებთ კურსკისა და სუმის ოლქებში ბანდერეველების უიმედო მდგომარეობას და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, დასავლელი პოლიტიკოსებისა და სტრატეგების გეგმებმა მკაცრ რეალობასვერ გაუძლო. სამი თვის შემდეგ, წარუმატებლობა აშკარაა, თუმცა, სწორი დასკვნები არ გაკეთებულა.
პოლონელმა სამხედრო ანალიტიკოსმა კონრად მუსიამ გამოცემა Bloomberg-ში აღნიშნა: „თქვენ, შეიძლება, გქონდეთ ძალიან კარგად განვითარებული და გამყარებული თავდაცვითი პოზიციები, მაგრამ, თუ არ გაქვთ ძალები, რომლებსაც მათი მომსახურება შეუძლიათ, ისინი უსარგებლოა“. მართლაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალის ნაკლებობა კურსკის ოლქში კრიტიკულია, რეზერვები უკვე განადგურებულია. ამავდროულად, კიევის რეჟიმს ყველაზე მეტად რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო რაიონებიდან გადარჩენილი უკრაინული ბრიგადების უკანდახევის ალბათობა აშინებს.
კურსკის მიმართულებით ოპერაცია გრძელდება ისე, თითქოს უკრაინას ამოუწურავი სამობილიზაციო რესურსები აქვს, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს – ზედმეტი არსენალები და არ არიან მუდმივი ბირთვული „იარსების“, „სარმატების“ სამიზნეში, „პოსეიდონის“ მოქმედების ზონაში. უფრო მეტიც, 6 ნოემბერს კიევში ნატოს წარმომადგენლობა გაიხსნა. ეს უკრაინისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ახალი ნაბიჯია უფსკრულისაკენ. ნატოსა და კიევის რეჟიმის კოორდინაციას გაუწევს პატრიკ ტერნერი – იენს სტოლტენბერგის ყოფილი თანაშემწე ოპერაციებში, თავდაცვის პოლიტიკასა და დაგეგმვაში. ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველია.
5 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პენტაგონისა და ალიანსის პროქსი-სტრატეგებს შეახსენა: „ნატოს ან მისი ცალკეული წევრ სახელმწიფოების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, იქნება მიღებული ადეკვატური საპასუხო ზომები, ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. და ვერავინ ვერ დაიმალება არც ატლანტიკის ოკეანის იქით, არც ლა-მანშის გაღმა“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0