https://sputnik-georgia.com/20241107/ruset-ukrainis-konfliqti-290783330.html
WSJ: ტრამპის გუნდი უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ახალ გეგმაზე მუშაობს
WSJ: ტრამპის გუნდი უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ახალ გეგმაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის გარემოცვა უკრაინაში კონფლიქტის გაყინვას გეგმავს, თუმცა იარაღის... 07.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-07T12:53+0400
2024-11-07T12:53+0400
2024-11-07T12:53+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
აშშ
დონალდ ტრამპი
უკრაინა
ნატო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0e/285635519_0:97:2000:1222_1920x0_80_0_0_8b46412a989d7c34b48a579d328f6c77.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის გარემოცვა უკრაინაში კონფლიქტის გაყინვას გეგმავს, თუმცა იარაღის მიწოდებას განაგრძობს, სანაცვლოდ კი კიევი უნდა დაპირდეს, რომ დროებით უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, წერს Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, ეს გეგმა ითვალისწინებს კონფლიქტის გაყინვასა და ფრონტის ხაზის გასწვრივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას.ამასთან გაურკვეველია, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დემილიტარიზებულ ზონაში წესრიგის დაცვაზე. როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, „სამშვიდობო ძალები“, სავარაუდოდ, არ მოიცავს აშშ-ის ჯარს ან შტატების მიერ დასპონსორებულ კონტინგენტს საერთაშორისო ორგანიზაციიდან, როგორიცაა გაერო.თუმცა, როგორც WSJ აღნიშნავს, ტრამპს ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინის კონფლიქტის მოგვარების არცერთი გეგმა.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0e/285635519_82:0:1859:1333_1920x0_80_0_0_f4102e3b668925d7ecbbc38a16d390d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, აშშ , დონალდ ტრამპი, უკრაინა , ნატო
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, აშშ , დონალდ ტრამპი, უკრაინა , ნატო
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის გარემოცვა უკრაინაში კონფლიქტის გაყინვას გეგმავს, თუმცა იარაღის მიწოდებას განაგრძობს, სანაცვლოდ კი კიევი უნდა დაპირდეს, რომ დროებით უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, წერს
Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს გეგმა ითვალისწინებს კონფლიქტის გაყინვასა და ფრონტის ხაზის გასწვრივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
„ტრამპის გარდამავალი ოფისის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი ვარიანტი, სავარაუდოდ, მოიცავს კიევის დაპირებას, არ შევიდეს ნატო-ში მინიმუმ 20 წლის განმავლობაში. ამის სანაცვლოდ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის იარაღით მომარაგებას“, — ნათქვამია სტატიაში.
ამასთან გაურკვეველია, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დემილიტარიზებულ ზონაში წესრიგის დაცვაზე. როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, „სამშვიდობო ძალები“, სავარაუდოდ, არ მოიცავს აშშ-ის ჯარს ან შტატების მიერ დასპონსორებულ კონტინგენტს საერთაშორისო ორგანიზაციიდან, როგორიცაა გაერო.
„ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ წვრთნებით და სხვა სახის მხარდაჭერით, მაგრამ იარაღის ლულა იქნება ევროპული. <...> დაე, ეს გააკეთონ პოლონელებმა, გერმანელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა“, - თქვა გამოცემის წყარომ.
თუმცა, როგორც WSJ აღნიშნავს, ტრამპს ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინის კონფლიქტის მოგვარების არცერთი გეგმა.