„მედიის განვითარება ცვალებად სამყაროში“ - მოსკოვში მედიაფორუმი გაიხსნა

© photo: Sputnik / Kiril Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2024
გამოწერა
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოსთვის ჩამოაყალიბა მესიჯი და ჩვენ მისი იდეის ტრანსლაციას ვახდენთ, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა დსთ-ის ქვეყნების მესამე მედიაფორუმის პლენარულ სხდომაზე სახელწოდებით „თანამედროვე მედია: გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე“.
„პუტინი აყალიბებს მესიჯს მთელი მსოფლიოსთვის და პუტინი არის ის ადამიანი, ვინც დააარსა ჩვენი სააგენტო თავისი ბრძანებულებით. და ჩვენ მისი იდეის ტრანსლაციას ვახდენთ. ერთი მხრივ ზუსტად იმას, რასაც ის ამბობს, და მეორე მხრივ, ირიბად. ეს იმიტომ, რომ პუტინს აქვს მშვიდობის კონცეფცია და ის არ არის აუცილებლად ვალდებული, რომ ყველაფერი ბოლომდე თქვას. და არც აუცილებლად უნდა გვიკარნახოს. ის ამოდის იქიდან, რასაც არ გვკარნახობს. ხოლო როდესაც სიტყვით გამოდის, ყოველთვის უშვებს სხვა თვალსაზრისს და ძალიან კარგად უსმენს. ის ამას შთანთქავს“, - თქვა კისელიოვმა.
მედიაფორუმი „მედიის განვითარება ცვალებად სამყაროში“ 7 ნოემბერს გაიხსნა „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიურ პრესცენტრში. მას პოსტსაბჭოთა სივრცის ცხრა ქვეყნის ექსპერტები და პროფესიონალები დაესწრნენ.
მედიაფორუმი გახლავთ პლატფორმა არსებული მედიაგარემოს გასაანალიზებლად, პერსპექტივების პროგნოზირებისთვის და მედია ინდუსტრიის განვითარების პროცესში რისკების საწინააღმდეგო მექანიზმების შემუშავებისთვის, ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში მედიის მუშაობის ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვისთვის.
მედიაფორუმის ორგანიზატორია საერთაშორისო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ — რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0