https://sputnik-georgia.com/20241107/iago-xvicia-otxi-opoziciuri-partia-unamusod-ityueba-290788109.html
იაგო ხვიჩია: ოთხი ოპოზიციური პარტია უნამუსოდ იტყუება
იაგო ხვიჩია: ოთხი ოპოზიციური პარტია უნამუსოდ იტყუება
Sputnik საქართველო
სამართლებრივი ტერმინების გამოყენებით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია არასწორი მოთხოვნით დავობს სასამართლოში, განაცხადა ხვიჩიამ 07.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-07T19:00+0400
2024-11-07T19:00+0400
2024-11-07T19:00+0400
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288283259_0:133:987:688_1920x0_80_0_0_ca927dbdf0fcb7683df99ddc2f912a54.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, კვაზი ბრძოლას აწარმოებენ და უნამუსოდ იტყუებიან, თითქოს არ სურთ პარლამენტში შესვლა, განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ამტკიცებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ოპოზიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს, და ეს აქციები შესაძლოა ყოველდღიურობად იქცეს.დეპუტატის თქმით, სამართლებრივი ტერმინების გამოყენებით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია არასწორი მოთხოვნით დავობს სასამართლოში და ამ დავაში სხვა პარტიების ჩართვა შეცდომა არის.„ჩვენი მოსამართლე ახლა ხალხია და მე ჯერჯერობით ვეუბნები, რომ ამ დანარჩენ გიჟ ოპოზიციასთან არ ვარ, ისინი ერთად არიან, მე სხვაგან ვარ“, - განაცხადა ხვიჩიამ.პარტია „გირჩმა“ კენჭისყრის შედეგად ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტის მიღმა დარჩა - 2,9% (62 223 ხმა).საპარლამენტო არჩევნები - 2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288283259_0:40:987:780_1920x0_80_0_0_fea9977ac087583140660614bd3dfd03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია
იაგო ხვიჩია: ოთხი ოპოზიციური პარტია უნამუსოდ იტყუება
სამართლებრივი ტერმინების გამოყენებით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია არასწორი მოთხოვნით დავობს სასამართლოში, განაცხადა ხვიჩიამ
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, კვაზი ბრძოლას აწარმოებენ და უნამუსოდ იტყუებიან, თითქოს არ სურთ პარლამენტში შესვლა, განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ამტკიცებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ოპოზიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს, და ეს აქციები შესაძლოა ყოველდღიურობად იქცეს.
„ეს ოთხი პარტია ახლა იქცევა ისე, რომ ადამიანებს უთხრან, თითქოს იბრძვიან. სინამდვილეში, ნამდვილი ბრძოლის ნაცვლად, რასაც ეს ოთხი პარტია უნდა აკეთებდეს, კვაზი ბრძოლასთან გვაქვს საქმე. შევლენ, უბრალოდ ახლა ასე უნამუსოდ იტყუებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, სამართლებრივი ტერმინების გამოყენებით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია არასწორი მოთხოვნით დავობს სასამართლოში და ამ დავაში სხვა პარტიების ჩართვა შეცდომა არის.
„ჩვენი მოსამართლე ახლა ხალხია და მე ჯერჯერობით ვეუბნები, რომ ამ დანარჩენ გიჟ ოპოზიციასთან არ ვარ, ისინი ერთად არიან, მე სხვაგან ვარ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
პარტია „გირჩმა“ კენჭისყრის შედეგად ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტის მიღმა დარჩა - 2,9% (62 223 ხმა).
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.