ლავროვი: რუსეთი მზად არის ნატოსთან დიალოგისთვის, მაგრამ აგრესიას არ მოითმენს

© photo: Sputnik / Ilia Pitaliov / გადასვლა მედიაბანკშიМинистр иностранных дел РФ Сергей Лавров
Министр иностранных дел РФ Сергей Лавров - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2024
გამოწერა
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik.რუსეთი მზად არის ნატოსთან დიალოგისთვის, მაგრამ არ მოითმენს აგრესიას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ 21-ე ყოველწლიური სხდომის დაწყების წინ.
რუსი მინისტრის თქმით, თუ ნატო ან ორგანიზაციის რომელიმე წევრი ქვეყანა აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს რუსეთის წინააღმდეგ, მიიღება „ადეკვატური საპასუხო ზომები“ და „ვერავინ დაიმალება ვერც ატლანტის ოკეანისა და ვერც ლა-მანშის არხის მიღმა“.
ლავროვის განმარტებით, აშშ-ის პოლიტიკის ანტირუსული ორიენტაცია შიდა პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება.
„რუსეთი მზად არის თანაბარი დიალოგისთვის შეერთებულ შტატებთან, თუ და როდესაც ისინი პატიოსანი მოლაპარაკებებისთვის სერიოზულ განზრახვას წარმოაჩენენ“, — თქვა მან.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ 21-ე ყოველწლიური შეხვედრა სოჭში ორშაბათს, 4 ნოემბერს დაიწყოდა 7 ნოემბრამდე გასტანს. შეხვედრის თემაა „გრძელვადიანი მშვიდობა – რა საფუძველზე? საყოველთაო უსაფრთხოება და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში“.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“ არის წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0