https://sputnik-georgia.com/20241106/saapelacio-sasamartlom-goris-sasamartlos-gadawkvetileba-gaauqma-290776839.html
ბიულეტენების გადათვლა: სააპელაციო სასამართლომ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა
ბიულეტენების გადათვლა: სააპელაციო სასამართლომ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა
Sputnik საქართველო
4 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა. 06.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-06T18:00+0400
2024-11-06T18:00+0400
2024-11-06T19:10+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) სამი სააპელაციო საჩივრიდან არც ერთი. ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.4 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.ISFED-ი ერთ-ერთია იმ სამი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლები იყვნენ და მოამზადეს დასკვნები. 27 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნების" მიერ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ხმების პარალელური დათვლის მათი მონაცემები ცესკოს შედეგებს ემთხვევა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესახებ სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს, ეს დაამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ყველა განცხადება ტყუილია.ცესკოს მონაცემების აღიარებაზე, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე განაცხადეს.ამასთან, ყველა მათგანმა განაცხადა, რომ პროკურატურა მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია და ამიტომაც მასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ისინი, ვისაც პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს, თანხმდებიან გამოძიების კითხვებს პასუხი მხოლოდ მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გასცენ.პრეზიდენტი და ოპოზიცია ამტკიცებენ, რომ არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და თუ პროკურატურას ნამდვილად სურდა გამოიძიების ჩატარება, საქმეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწოდების შემდეგ არ აღძრავდა.საპარლამენტო არჩევნები - 2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
ბიულეტენების გადათვლა: სააპელაციო სასამართლომ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა
18:00 06.11.2024 (განახლებულია: 19:10 06.11.2024) 4 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) სამი სააპელაციო საჩივრიდან არც ერთი. ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.
4 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
ISFED-ი ერთ-ერთია იმ სამი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლები იყვნენ და მოამზადეს დასკვნები. 27 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნების" მიერ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ხმების პარალელური დათვლის მათი მონაცემები ცესკოს შედეგებს ემთხვევა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესახებ სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს, ეს დაამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ყველა განცხადება ტყუილია.
ცესკოს მონაცემების აღიარებაზე, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო, უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე განაცხადეს.
ამასთან, ყველა მათგანმა განაცხადა, რომ პროკურატურა მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია და ამიტომაც მასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ისინი, ვისაც პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს, თანხმდებიან გამოძიების კითხვებს პასუხი მხოლოდ მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გასცენ.
პრეზიდენტი და ოპოზიცია ამტკიცებენ, რომ არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და თუ პროკურატურას ნამდვილად სურდა გამოიძიების ჩატარება, საქმეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწოდების შემდეგ არ აღძრავდა.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.