https://sputnik-georgia.com/20241106/ramdeni-organizacia-eweva-kvlevit-saqmianobas-axali-statistika-290753427.html
რამდენი ორგანიზაცია ეწევა კვლევით საქმიანობას საქართველოში - სტატისტიკა
რამდენი ორგანიზაცია ეწევა კვლევით საქმიანობას საქართველოში - სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში კვლევები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. 06.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-06T11:00+0400
2024-11-06T11:00+0400
2024-11-06T11:00+0400
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_0:189:3304:2048_1920x0_80_0_0_de2bba5582a0838a4621eac41e23e53f.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სხვადასხვა ტიპის კვლევებით 63 დაწესებულება იყო დაკავებული, სადაც 15.215 ადამიანი იყო დასაქმებული.„საქსტატის" მონაცემებით, კვლევით დაწესებულებებში დასაქმებული 15.215 ადამიანიდან უშუალოდ კვლევაში ჩართული იყო 13.114 ადამიანი. ამასთან, მკვლევართა 68,8%-ს აქვს დოქტორის ხარისხი, ხოლო 28,4%-ს კი მაგისტრის ხარისხი.საქართველოში კვლევითი დაწესებულებების დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებებით არის დაკავებული, მეორე ადგილზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებია, ხოლო მესამეზე - ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება. საქართველოში ყველაზე ნაკლები კვლევა ტარდება მედიცინისა და ჯანდაცვის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის სფეროებში.საქართველოში კვლევები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. გრანტის მოსაპოვებლად მკვლევარებმა უნდა გაიარონ კონკურსი და წარადგინონ თავიანთი კვლევითი პროექტი კონკრეტულ სფეროში.ახალგაზრდა მკვლევართა მხარდასაჭერად ქვეყნის უნივერსიტეტებში სპეციალური კონკურსები იმართება. კონკურსების რაოდენობით ლიდერობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_990:312:3304:2048_1920x0_80_0_0_8872f6d004d38de4716a35a916ed0c05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი ორგანიზაცია ეწევა კვლევით საქმიანობას საქართველოში - სტატისტიკა
საქართველოში კვლევები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სხვადასხვა ტიპის კვლევებით 63 დაწესებულება იყო დაკავებული, სადაც 15.215 ადამიანი იყო დასაქმებული.
„საქსტატის" მონაცემებით, კვლევით დაწესებულებებში დასაქმებული 15.215 ადამიანიდან უშუალოდ კვლევაში ჩართული იყო 13.114 ადამიანი. ამასთან, მკვლევართა 68,8%-ს აქვს დოქტორის ხარისხი, ხოლო 28,4%-ს კი მაგისტრის ხარისხი.
ქვეყანაში კვლევებში ჩართული ადამიანების ნახევარზე მეტი 45 წელს ზემოთ ასაკისაა. უფრო მეტიც, ქალებში მკვლევართა უმრავლესობა 45-დან 54 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია, ხოლო მამაკაცებში - 65 წელს ზემოთ.
საქართველოში კვლევითი დაწესებულებების დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებებით არის დაკავებული, მეორე ადგილზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებია, ხოლო მესამეზე - ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება. საქართველოში ყველაზე ნაკლები კვლევა ტარდება მედიცინისა და ჯანდაცვის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის სფეროებში.
საქართველოში კვლევები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. გრანტის მოსაპოვებლად მკვლევარებმა უნდა გაიარონ კონკურსი და წარადგინონ თავიანთი კვლევითი პროექტი კონკრეტულ სფეროში.
ახალგაზრდა მკვლევართა მხარდასაჭერად ქვეყნის უნივერსიტეტებში სპეციალური კონკურსები იმართება. კონკურსების რაოდენობით ლიდერობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი.