https://sputnik-georgia.com/20241106/ramdeni-obieqti-ashenda-saqatveloshi-axali-statistika-290766346.html
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე. 06.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-06T11:39+0400
2024-11-06T11:39+0400
2024-11-06T11:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 2,3 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 2.597 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 16,2%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 7,7%-ით გაიზარდა.2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.2024 წლის ცხრა თვეში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 8,6 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 8,8 ათასი ნებართვა გასცეს.2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 8,2%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 34,6%-ით გაიზარდა.გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,8% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 2,3 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 2.597 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 16,2%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 7,7%-ით გაიზარდა.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
2024 წლის ცხრა თვეში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 8,6 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 8,8 ათასი ნებართვა გასცეს.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 8,2%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 34,6%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,8% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.