https://sputnik-georgia.com/20241106/qartuli-ocneba-trampis-gamarjvebaze-290770469.html
გვიხარია მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების გამარჯვება: მდინარაძე აშშ-ში არჩევნებზე
გვიხარია მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების გამარჯვება: მდინარაძე აშშ-ში არჩევნებზე
Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა 06.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-06T14:54+0400
2024-11-06T14:54+0400
2024-11-06T14:54+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251109815_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_b39bfc3e464f019f31cc67165b63dadb.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოხარულია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, განაცხადა მმართველი პარტია `ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.Fox News-ის ცნობით, რესპუბლიკელების კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე მოიპოვა გამარჯვებისთვის საჭირო 270-დან 267 ამომრჩეველის მხარდაჭერა, ხმების დათვლა კვლავ გრძელდება. თავად ტრამპმა უკვე გამოაცხადა არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ და პროგნოზირებს, რომ ჯამში 315 ხმაზე მეტს მიიღებს.აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს განსაზღვრავს არა რიგითი ამომრჩეველი, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება სხვადასხვა შტატის 538 წარმომადგენლისგან. ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეული რეგიონიდან მოსახლეობის პროპორციულია და მერყეობს სამიდან 55-მდე.თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს შტატის მაცხოვრებლების 50%-ზე მეტი, ის მიიღებს ყველა ამომრჩევლის ხმას (ყველგან, გარდა მეინისა და ნებრასკასა).მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით გასამარჯვებლად საჭიროა მინიმუმ 270 ამომრჩევლის ხმა.აშშ-ში სამშაბათს არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ კონგრესის ორივე პალატის არჩევნები ჩატარდა.ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა დაიბრუნეს კონტროლი სენატზე და შეინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატას, შესაბამისად, პარტია კონგრესს ჩაუდგება სათავეში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251109815_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_107dfd0a69da59c5dd83f4ca42f9f427.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , ქართული ოცნება , ახალი ამბები
გვიხარია მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების გამარჯვება: მდინარაძე აშშ-ში არჩევნებზე
დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოხარულია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, განაცხადა მმართველი პარტია `ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
Fox News-ის ცნობით, რესპუბლიკელების კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე მოიპოვა გამარჯვებისთვის საჭირო 270-დან 267 ამომრჩეველის მხარდაჭერა, ხმების დათვლა კვლავ გრძელდება. თავად ტრამპმა უკვე გამოაცხადა არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ და პროგნოზირებს, რომ ჯამში 315 ხმაზე მეტს მიიღებს.
„ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, ჩვენი სხვა ლიდერებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს განსაზღვრავს არა რიგითი ამომრჩეველი, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება სხვადასხვა შტატის 538 წარმომადგენლისგან. ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეული რეგიონიდან მოსახლეობის პროპორციულია და მერყეობს სამიდან 55-მდე.
თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს შტატის მაცხოვრებლების 50%-ზე მეტი, ის მიიღებს ყველა ამომრჩევლის ხმას (ყველგან, გარდა მეინისა და ნებრასკასა).
მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით გასამარჯვებლად საჭიროა მინიმუმ 270 ამომრჩევლის ხმა.
აშშ-ში სამშაბათს არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ კონგრესის ორივე პალატის არჩევნები ჩატარდა.
ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა დაიბრუნეს კონტროლი სენატზე და შეინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატას, შესაბამისად, პარტია კონგრესს ჩაუდგება სათავეში.