პრემიერმა ტრამპს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© AP Photo / John Raouxდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2024
გამოწერა
დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვების შესახებ უკვე გამოაცხადა
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვას, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს არჩევნებში „დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.
Fox News-ის ცნობით, ტრამპმა უკვე მოიპოვა 267 ამომრჩეველის მხარდაჭერა გამარჯვებისთვის საჭირო 270 -დან. ხმების დათვლა გრძელდება. თავად ტრამპმა უკვე გამოაცხადა არჩევნებში გამარჯვების შესახებ. ის ვარაუდობს, რომ ჯამში 315 ხმას მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, – აღნიშნა კობახიძემ.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს განსაზღვრავს არა რიგითი ამომრჩეველი, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება სხვადასხვა შტატის 538 წარმომადგენლისგან. ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეული რეგიონიდან მოსახლეობის პროპორციულია და მერყეობს სამიდან 55-მდე.
თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს შტატის მაცხოვრებლების 50 პროცენტზე მეტი, ის ყველა ამომრჩევლის ხმას მიიღებს (ყველგან, გარდა მეინისა და ნებრასკასა).
ჯამში ქვეყნის მასშტაბით გასამარჯვებლად საჭიროა მინიმუმ 270 ამომრჩევლის ხმა.
შეერთებულ შტატებში სამშაბათს ჩატარდა არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ კონგრესის ორივე პალატის არჩევნები.
ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა დაიბრუნეს კონტროლი სენატზე და შეინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატას, შესაბამისად, პარტია კონგრესს ჩაუდგება სათავეში.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0