https://sputnik-georgia.com/20241106/klub-valdais-sxdoma-290779157.html
ლავროვი: მსოფლიო ცხოვრების რეგიონალიზაცია გამაჯანსაღებელი პროცესია
ლავროვი: მსოფლიო ცხოვრების რეგიონალიზაცია გამაჯანსაღებელი პროცესია
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო პროცესების რეგიონალიზაცია, რომელიც რუსეთისა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებელ პოლიტიკაზე დასავლეთის აგრესიული რეაქციის... 06.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-06T19:18+0400
2024-11-06T19:18+0400
2024-11-06T19:18+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი
„ვალდაის“ ფორუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/06/290778988_0:202:2923:1846_1920x0_80_0_0_cf2dfc90f57b14941da6bd6bc0b56919.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო პროცესების რეგიონალიზაცია, რომელიც რუსეთისა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებელ პოლიტიკაზე დასავლეთის აგრესიული რეაქციის ხარჯზე მოხდა, არის გამაჯანსაღებელი პროცესი, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ 21-ე ყოველწლიურ სხდომაზე.ამავდროულად, ლავროვმა აღნიშნა, რომ არავინ აპირებს არსებული ინსტიტუტების განადგურებას, როგორებიცაა მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.თუმცა, მისი თქმით, გლობალურ სამხრეთსა და აღმოსავლეთში სულ უფრო მეტი რეგიონალური ორგანიზაცია ფიქრობს ალტერნატივებზე, რომლებიც დაცული იქნება გარე ჩარევისგან. ეს ეხება გადახდის პლატფორმებს, ლოგისტიკურ მარშრუტებსა თუ სატრანსპორტო შეთანხმებებს.საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ 21-ე ყოველწლიური შეხვედრა სოჭში ორშაბათს, 4 ნოემბერს დაიწყოდა 7 ნოემბრამდე გასტანს. შეხვედრის თემაა „გრძელვადიანი მშვიდობა – რა საფუძველზე? საყოველთაო უსაფრთხოება და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში“.საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“ არის წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/06/290778988_96:0:2825:2047_1920x0_80_0_0_7676c6243254cec1a0d48ecbca6c0666.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, სერგეი ლავროვი, „ვალდაის“ ფორუმი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, სერგეი ლავროვი, „ვალდაის“ ფორუმი
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო პროცესების რეგიონალიზაცია, რომელიც რუსეთისა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებელ პოლიტიკაზე დასავლეთის აგრესიული რეაქციის ხარჯზე მოხდა, არის გამაჯანსაღებელი პროცესი, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ 21-ე ყოველწლიურ სხდომაზე.
„სწორედ დასავლეთმა, რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების დამოუკიდებელ პოლიტიკაზე თავისი რეაქციით, რაც აბსოლუტურად უკანონო აგრესიულ ეკონომიკურ სანქციებში აისახა, დაანაწევრა გლობალიზაციის ის სისტემა, რომელიც მისი ნიმუშების მიხედვით იქმნებოდა, და სტიმული მისცა მსოფლიო ცხოვრების რეგიონალიზაციის პროცესებს“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ამავდროულად, ლავროვმა აღნიშნა, რომ არავინ აპირებს არსებული ინსტიტუტების განადგურებას, როგორებიცაა მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.
თუმცა, მისი თქმით, გლობალურ სამხრეთსა და აღმოსავლეთში სულ უფრო მეტი რეგიონალური ორგანიზაცია ფიქრობს ალტერნატივებზე, რომლებიც დაცული იქნება გარე ჩარევისგან. ეს ეხება გადახდის პლატფორმებს, ლოგისტიკურ მარშრუტებსა თუ სატრანსპორტო შეთანხმებებს.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ 21-ე ყოველწლიური შეხვედრა სოჭში ორშაბათს, 4 ნოემბერს დაიწყოდა 7 ნოემბრამდე გასტანს. შეხვედრის თემაა „გრძელვადიანი მშვიდობა – რა საფუძველზე? საყოველთაო უსაფრთხოება და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში“.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“ არის წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში.