https://sputnik-georgia.com/20241106/gwp-mosaxleobas-aprtxilebs-290772640.html
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 06.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-06T17:39+0400
2024-11-06T17:39+0400
2024-11-06T17:39+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
gwp
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250715299_0:57:1100:676_1920x0_80_0_0_ead89f95d3d9af49debc1f261bdd0bb8.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი– Sputnik. თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 8 ნოემბრის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.GWP-ის ცნობით, იგეგმება ფარნავაზ მეფის გამზირზე 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილის შეცვლა, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ქსელის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების განახლება.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ორივე ლოკაციაზე პარალელურად, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ.გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათით წყლის მიწოდება შეეზღუდებათ ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების მცხოვრებლებს. მათ შორის - საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მიმდებარე ქუჩების, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის, პეკინის ქუჩების მოსახლეობას და ა.შ.მისამართების სრული სია იხილეთ GWP-ის ვებგვერდზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250715299_62:0:1039:733_1920x0_80_0_0_c7241a51478b7303a2565f2df419b485.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, gwp
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, gwp
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 6 ნოემბერი– Sputnik. თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 8 ნოემბრის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, იგეგმება ფარნავაზ მეფის გამზირზე 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილის შეცვლა, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ქსელის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების განახლება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ორივე ლოკაციაზე პარალელურად, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათით წყლის მიწოდება შეეზღუდებათ ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების მცხოვრებლებს. მათ შორის - საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მიმდებარე ქუჩების, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის, პეკინის ქუჩების მოსახლეობას და ა.შ.
მისამართების სრული სია იხილეთ
GWP-ის ვებგვერდზე.