https://sputnik-georgia.com/20241106/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-6-noemberi-290736145.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ნოემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ნოემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 06.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-06T00:15+0400
2024-11-06T00:15+0400
2024-11-06T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23607/44/236074456_0:16:3557:2017_1920x0_80_0_0_8cfd594241875d8b39712ecb5db2d940.jpg
დღეს 2024 წლის 6 ნოემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.არ დაივიწყოთ დიპლომატიურობისა და ტოლერანტობის შესახებ. ნებისმიერ დაუფიქრებელ სიტყვას მწვავე რეაქციის გამოწვევა შეუძლია. გაიზრდება სამართლიანობის, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და ამავე დროს, ადამიანები მოუთმენელი და „ფეთქებადი“ გახდებიან. აქედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ სხვების ინტერესები, გრძნობები, ხოლო თუ უტაქტობას თქვენ მიმართ ჰქონდა ადგილი, ეცადეთ, ვითარება იუმორით განმუხტოთ.ვერძი: დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია დიპლომატიურობა. მაგრამ სწორედ ეს უნარი არ გექნებათ დღეს. გამძაფრებულია სამართლიანობის გრძნობა და „დამნაშავეებს" ყველგან დაინახავთ. მოთმინება გმართებთ, არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა – მას ტრაგედიის კომედიად გადაქცევა შეუძლია.კურო: დღეს დაგეგმვის უბადლო ოსტატად მოევლინებით გარშემომყოფებს. ეს ეხება სამსახურსაც, ოჯახსაც და პირად ცხოვრებასაც. გარდა ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაივიწყოთ უსაფრთხოების ზომები. პროფილაქტიკური ღონისძიებები ძალიან დაგეხმარებათ და შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.ტყუპი: შეიძლება დიდი სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვინმეზე იზრუნოთ, დაიცვათ. ამას მოულოდნელად გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობა გამოიწვევს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ დამცველის მთავარი როლი მხარეების შერიგებაა და არა "თავდამსხმელზე" თქვენი მრისხანების თავზე დატეხა.კირჩხიბი: დღეს საბრძოლველად მზად ხართ. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ვის და რატომ შეებრძოლებით, ნებისმიერ ვითარებაში მზად ხართ, „პრინციპული" იყოთ. თქვენი რეალური თუ გამოგონილი მტრის მიმართ დაუნდობელი იქნებით. ცუდია, რომ ვერავინ შეძლებს თქვენი გამძაფრებული პრინციპულობის შეკავებას.ლომი: ნამდვილი მაქსიმალისტი გახდებით. ყველაფერში გინდათ გარკვეულობა. ასეთი კატეგორიული განწყობის გამო ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ და კონფლიქტში არ ჩაებათ, ადამიანებს უფრო თბილად მოექეცით. გახსოვდეთ, რომ შავისა და თეთრის გარდა სხვა ფერებიც არსებობს.ქალწული: თავი უნდა შეიკავოთ და გარშემომყოფებს პირდაპირ პირში არ მიახალოთ თქვენი აზრები. თავშეკავება კი რთული იქნება, რადგან ბევრი შეეცდება თქვენს პროვოცირებას. არაა გამორიცხული, რომ ვინმემ პირდაპირ გკითხოთ, რას ფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე. სჯობს, „ოქროს შუალედი" დაიცვათ.სასწორი: თუ ბოლოს დროს რამე საქმეში შუამავლის როლს ასრულებდით, დღეს საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ – შემრიგებლის როლი თქვენთვის არაა. ამას გარდა, შერიგება თვითონ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ, იმდენად კატეგორიული და უხეში შეიძლება იყოთ. ამიტომ სჯობს, თავი შეიკავოთ და ენას კბილი დააჭიროთ.მორიელი: დღეს ოჯახში ნამდვილი ტირანის როლი შეიძლება მოირგოთ, ყოველ შემთხვევაში ოჯახის წევრებს ასე მოეჩვენებათ. გეცოდინებათ, ვინ როდის რა უნდა გააკეთოს და ამას მკაცრად გააკონტროლებთ. უარესი იქნება, თუ ოჯახის რომელიმე წევრთან პრობლემები დაგიგროვდათ. მათი გადაჭრისგან სჯობს, თავი შეიკავოთ.მშვილდოსანი: არის რისკი, რომ კრიტიკის ობიექტი გახდეთ. ეს შეიძლება ალერსით ნათქვამი საყვედურები იყოს საყვარელი ადამიანისგან და კონსტრუქციული კრიტიკა კოლეგებისგან, უფროსების უკმაყოფილო ბუზღუნი და სხვ. სჯობს, სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად აწონ–დაწონოთ და სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდეთ.თხის რქა: ვითარება თქვენგან დღეს ფინანსური საკითხების გადაჭრას მოითხოვს, განსაკუთრებით საყურადღებოა უკვე დაგროვებული თემების გადაწყვეტა. ამას გარდა, გეყოფათ სითამამე, რომ მოძებნოთ ახალი სამუშაო, დაელაპარაკოთ ხელმძღვანელობას ხელფასზე და ა.შ. თქვენი სიმტკიცე წარმატებას განაპირობებს.მერწყული: არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ სხვის მოსაზრებებს დაეთანხმოთ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, ყველას გააზიარებინოთ თქვენი აზრი. დღეს პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს დააყენებთ. ამის გამო შესაძლებელია დაპირისპირებები გარშემომყოფებთან, მაგრამ ეს უკან არ დაგახევინებთ.თევზები: ნებისმიერი წვრილმანის გამო შეიძლება გაღიზიანდეთ, თანაც თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობა შეიძლება მოხდეს. რაღაც მომენტში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სიტუაცია ხელიდან დაგისხლტათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და მოქნილი იყოთ – თუ ვერაფერს ცვლით, მაშინ ახალ გარემოებებს მოერგეთ.
https://sputnik-georgia.com/20230825/zodiaqos-nisnebis-reitingi-saxumaro-profesia-coli-281653717.html
https://sputnik-georgia.com/20220111/zodiaqo-reitingebi-siyvaruli-megobroba-musaoba-263516202.html
https://sputnik-georgia.com/20190424/zodiaqos-yvelaze-gabeduli-da-keTilSobili-niSnebi-top-sameuli-244981382.html
https://sputnik-georgia.com/20181017/tibeturi-horoskopi-da-cxrili-horoscope--242509444.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23607/44/236074456_423:0:3134:2033_1920x0_80_0_0_31ca2eb31b0e866650a8ecc299841ac3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ნოემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 6 ნოემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
არ დაივიწყოთ დიპლომატიურობისა და ტოლერანტობის შესახებ. ნებისმიერ დაუფიქრებელ სიტყვას მწვავე რეაქციის გამოწვევა შეუძლია. გაიზრდება სამართლიანობის, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და ამავე დროს, ადამიანები მოუთმენელი და „ფეთქებადი“ გახდებიან. აქედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ სხვების ინტერესები, გრძნობები, ხოლო თუ უტაქტობას თქვენ მიმართ ჰქონდა ადგილი, ეცადეთ, ვითარება იუმორით განმუხტოთ.
ვერძი: დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია დიპლომატიურობა. მაგრამ სწორედ ეს უნარი არ გექნებათ დღეს. გამძაფრებულია სამართლიანობის გრძნობა და „დამნაშავეებს" ყველგან დაინახავთ. მოთმინება გმართებთ, არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა – მას ტრაგედიის კომედიად გადაქცევა შეუძლია.
კურო: დღეს დაგეგმვის უბადლო ოსტატად მოევლინებით გარშემომყოფებს. ეს ეხება სამსახურსაც, ოჯახსაც და პირად ცხოვრებასაც. გარდა ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაივიწყოთ უსაფრთხოების ზომები. პროფილაქტიკური ღონისძიებები ძალიან დაგეხმარებათ და შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.
ტყუპი: შეიძლება დიდი სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვინმეზე იზრუნოთ, დაიცვათ. ამას მოულოდნელად გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობა გამოიწვევს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ დამცველის მთავარი როლი მხარეების შერიგებაა და არა "თავდამსხმელზე" თქვენი მრისხანების თავზე დატეხა.
კირჩხიბი: დღეს საბრძოლველად მზად ხართ. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ვის და რატომ შეებრძოლებით, ნებისმიერ ვითარებაში მზად ხართ, „პრინციპული" იყოთ. თქვენი რეალური თუ გამოგონილი მტრის მიმართ დაუნდობელი იქნებით. ცუდია, რომ ვერავინ შეძლებს თქვენი გამძაფრებული პრინციპულობის შეკავებას.
ლომი: ნამდვილი მაქსიმალისტი გახდებით. ყველაფერში გინდათ გარკვეულობა. ასეთი კატეგორიული განწყობის გამო ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ და კონფლიქტში არ ჩაებათ, ადამიანებს უფრო თბილად მოექეცით. გახსოვდეთ, რომ შავისა და თეთრის გარდა სხვა ფერებიც არსებობს.
ქალწული: თავი უნდა შეიკავოთ და გარშემომყოფებს პირდაპირ პირში არ მიახალოთ თქვენი აზრები. თავშეკავება კი რთული იქნება, რადგან ბევრი შეეცდება თქვენს პროვოცირებას. არაა გამორიცხული, რომ ვინმემ პირდაპირ გკითხოთ, რას ფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე. სჯობს, „ოქროს შუალედი" დაიცვათ.
სასწორი: თუ ბოლოს დროს რამე საქმეში შუამავლის როლს ასრულებდით, დღეს საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ – შემრიგებლის როლი თქვენთვის არაა. ამას გარდა, შერიგება თვითონ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ, იმდენად კატეგორიული და უხეში შეიძლება იყოთ. ამიტომ სჯობს, თავი შეიკავოთ და ენას კბილი დააჭიროთ.
მორიელი: დღეს ოჯახში ნამდვილი ტირანის როლი შეიძლება მოირგოთ, ყოველ შემთხვევაში ოჯახის წევრებს ასე მოეჩვენებათ. გეცოდინებათ, ვინ როდის რა უნდა გააკეთოს და ამას მკაცრად გააკონტროლებთ. უარესი იქნება, თუ ოჯახის რომელიმე წევრთან პრობლემები დაგიგროვდათ. მათი გადაჭრისგან სჯობს, თავი შეიკავოთ.
მშვილდოსანი: არის რისკი, რომ კრიტიკის ობიექტი გახდეთ. ეს შეიძლება ალერსით ნათქვამი საყვედურები იყოს საყვარელი ადამიანისგან და კონსტრუქციული კრიტიკა კოლეგებისგან, უფროსების უკმაყოფილო ბუზღუნი და სხვ. სჯობს, სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად აწონ–დაწონოთ და სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდეთ.
თხის რქა: ვითარება თქვენგან დღეს ფინანსური საკითხების გადაჭრას მოითხოვს, განსაკუთრებით საყურადღებოა უკვე დაგროვებული თემების გადაწყვეტა. ამას გარდა, გეყოფათ სითამამე, რომ მოძებნოთ ახალი სამუშაო, დაელაპარაკოთ ხელმძღვანელობას ხელფასზე და ა.შ. თქვენი სიმტკიცე წარმატებას განაპირობებს.
მერწყული: არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ სხვის მოსაზრებებს დაეთანხმოთ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, ყველას გააზიარებინოთ თქვენი აზრი. დღეს პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს დააყენებთ. ამის გამო შესაძლებელია დაპირისპირებები გარშემომყოფებთან, მაგრამ ეს უკან არ დაგახევინებთ.
თევზები: ნებისმიერი წვრილმანის გამო შეიძლება გაღიზიანდეთ, თანაც თქვენ ირგვლივ ბევრი გაუგებრობა შეიძლება მოხდეს. რაღაც მომენტში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სიტუაცია ხელიდან დაგისხლტათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და მოქნილი იყოთ – თუ ვერაფერს ცვლით, მაშინ ახალ გარემოებებს მოერგეთ.