განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2024
გამოწერა
სისხლისნი დაპირისპირება მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში მოხდა
თბილისი, 6 ნოემბერი– Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლომ ორივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ და 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულებმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს დაზარალებულს.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, დაზარალებული სომხეთის ქუჩაზე დაინახეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანის სიჩქარე შეამცირა, ხოლო მეორემ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან მალევე დააკავეს.
მათ ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
ყველა ახალი ამბავი
0