https://sputnik-georgia.com/20241105/tbilisis-meriam-xudadovis-tkis-agdgenis-samushaoebi-daiwyo-290758760.html
თბილისის მერიამ ხუდადოვის ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიამ ხუდადოვის ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო
Sputnik საქართველო
ადგილზე 15 ათასამდე ნერგის დარგვაა დაგეგმილი, ასევე მოეწყობა სპორტული და საბავშვო მოედნები. 05.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-05T20:12+0400
2024-11-05T20:12+0400
2024-11-05T20:12+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 15 ათასამდე ნერგის დარგვა. ასევე ქვედა ზონაში მოეწყობა ატრაქციონები პატარებისთვის, ასევე საფეხბურთო, საკალათბურთო, ჩოგბურთის და პადელის მოედნები.პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3,6 მლნ ლარს შეადგენს.მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას 3-4 წელი დასჭირდება.„ძალიან დიდი ტერიტორიაა, რომელსაც სჭირდება სწორად ათვისება. ტყეში მაქსიმალურად შენარჩუნდება მისი ბუნებრიობა, თუმცა იქნება მეტად მოწესრიგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შადრევანი, კაფე, ამფითეატრი, ავტოსადგომი, ცხოველების სასეირნო სივრცე და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები.ხუდადოვის ტყეს ეს სახელი მიენიჭა ცნობილი ექიმის ნიკოლოზ ხუდადოვის პატივსაცემად, რომელმაც 1893 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის მასივი გააშენა. 1990-იან წლებში ტყე საგრძნობლად დაზიანდა იქ დასაწყობებული საშენი მასალებისა და სხვა ნარჩენების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერიამ ხუდადოვის ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო
ადგილზე 15 ათასამდე ნერგის დარგვაა დაგეგმილი, ასევე მოეწყობა სპორტული და საბავშვო მოედნები.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 15 ათასამდე ნერგის დარგვა. ასევე ქვედა ზონაში მოეწყობა ატრაქციონები პატარებისთვის, ასევე საფეხბურთო, საკალათბურთო, ჩოგბურთის და პადელის მოედნები.
პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3,6 მლნ ლარს შეადგენს.
„ხუდადოვის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარია. აქ გვაქვს გარკვეული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად იყრება სამშენებლო ნაგავი. ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა დადეს ამ ტყე-პარკის განვითარების ძალიან კარგი კონცეფცია და სამუშაოები რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობისას.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას 3-4 წელი დასჭირდება.
„ძალიან დიდი ტერიტორიაა, რომელსაც სჭირდება სწორად ათვისება. ტყეში მაქსიმალურად შენარჩუნდება მისი ბუნებრიობა, თუმცა იქნება მეტად მოწესრიგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შადრევანი, კაფე, ამფითეატრი, ავტოსადგომი, ცხოველების სასეირნო სივრცე და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები.
ხუდადოვის ტყეს ეს სახელი მიენიჭა ცნობილი ექიმის ნიკოლოზ ხუდადოვის პატივსაცემად, რომელმაც 1893 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის მასივი გააშენა. 1990-იან წლებში ტყე საგრძნობლად დაზიანდა იქ დასაწყობებული საშენი მასალებისა და სხვა ნარჩენების გამო.