https://sputnik-georgia.com/20241105/qutaisis-aeroportamde-damatebit-avtobusebi-dainishneba-290751216.html
საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ავტობუსების დანიშვნა სურთ
საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ავტობუსების დანიშვნა სურთ
Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 20 ქვეყანაში 39 მიმართულებით ასრულებენ. 05.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-05T13:00+0400
2024-11-05T13:00+0400
2024-11-05T13:00+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
აფეთქებები სტამბოლის აეროპორტში 2020
საზოგადოება
ახალი ამბები
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/16/289125410_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_38235940a40f0b5060f69cf0d2e0f966.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა გამარტივდება - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოიწვია კომპანიები, მონაწილეობა მიიღონ ავტობუსებით ქუთაისის აეროპორტში საქართველოს დიდი ქალაქებიდან მგზავრების გადაყვანაში.საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით მოიწვია ყველა ის პირი, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს. ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა ქუთაისის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება.ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.დაინტერესებულ პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ 2024 წლის 15 ნოემბრის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21 ან ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge.2024 წლის 9 თვის მანძილზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 20 ქვეყანაში 39 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/16/289125410_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_f55006538a766acb448e2f7090f8f106.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აფეთქებები სტამბოლის აეროპორტში 2020, საზოგადოება, ახალი ამბები, ქუთაისი
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აფეთქებები სტამბოლის აეროპორტში 2020, საზოგადოება, ახალი ამბები, ქუთაისი
საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ავტობუსების დანიშვნა სურთ
ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 20 ქვეყანაში 39 მიმართულებით ასრულებენ.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა გამარტივდება - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოიწვია კომპანიები, მონაწილეობა მიიღონ ავტობუსებით ქუთაისის აეროპორტში საქართველოს დიდი ქალაქებიდან მგზავრების გადაყვანაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით მოიწვია ყველა ის პირი, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს. ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა ქუთაისის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებები და გაზრდილი მგზავრთნაკადი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტ კომპანიას მიეცეს ოპერირების საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.
ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
დაინტერესებულ პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ 2024 წლის 15 ნოემბრის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21 ან ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge.
2024 წლის 9 თვის მანძილზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.
ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 20 ქვეყანაში 39 მიმართულებით ასრულებენ.